სტივ მანდანდა
სტივ მადანდა (ფრანგ. Steve Mandanda; დ. 28 მარტი, 1985, კინშასა) — ზაირში დაბადებული ფრანგი ფეხბურთელი, მარსელის „ოლიმპიკისა“ და საფრანგეთის ნაკრების წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 2008, 2012 და 2016 წლის ევროპისა და 2010 და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე, თუმცა ასრულებდა სათადარიგო მეკარის როლს. სამჯერ დასახელდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ, 2008, 2011 და 2015 წლებში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 28 მარტი, 1985 | ||
დაბადების ადგილი | კინშასა, ზაირი | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მარსელი | ||
ნომერი | 30 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001–2005 | ჰავრი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2008 | ჰავრი | 67 | (0) |
2007–2016 | მარსელი | 334 | (0) |
2016–2017 | კრისტალ პალასი | 9 | (0) |
2017– | მარსელი | 135 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008– | საფრანგეთი | 34 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 მაისი, 2022 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 ნოემბერი, 2020 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ლიგა 1 (1): 2009–10,
- საფრანგეთის ლიგის თასი (3): 2009–10, 2010–11, 2011–12
- საფრანგეთის სუპერთასი (2): 2010, 2011
სანაკრებო
რედაქტირება- მსოფლიო ჩემპიონატი (1): 2018
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სტივ მანდანდა“ ვიკისაწყობში.
- Steve Mandanda at soccerway დაარქივებული 2014-10-26 საიტზე Wayback Machine.
- სტივ მანდანდა — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]