სტივ ირვინის გარდაცვალება

2006 წლის 4 სექტემბერს, ავსტრალიელი ზოოპარკის ცხოველების მომვლელი და ტელევიზიაში მომუშავე პიროვნება სტივ ირვინი, დიდ ბარიერულ რიფში გადაღებისას ბოლოქაცვიას (სახეობა Bathytoshia brevicaudata) კბენის შედეგად გარდაიცვალა. თევზის ნაკბენმა გულმკერდის კედელში შეაღწია, რამაც ძლიერი ტრავმა გამოიწვია.[1] ის იმყოფებოდა ბატ-რიფში, პორტ-დუგლასის მახლობლად, კუინზლენდში, მონაწილეობდა დოკუმენტური ფილმის „Ocean's Deadliest“ გადაღებაში. გადაღებების დროს, რომელიც გამოწვეული იყო უამინდობის გამო, ირვინმა გადაწყვიტა ჩაძირულიყო არაღრმა წყლებში გადაღების დროს, რათა მიეწოდებინა კადრები მისი ქალიშვილის ბინდის სატელევიზიო პროგრამისთვის.

ირვინის სიკვდილი არის ხრტილოვან თევზთან დაკაშირებული ერთადერთი ფატალური შემთხვევა, რომელიც ვიდეოზეცაა ასახული, თუმცა ის საზოგადოებაში არ გავრცელებულა. ივრინის სიკვდილი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, რომლებიც მის მსგავსად ნაკბენით გარდაიცვალნენ.[2][3][4] წარმოება დასრულდა Ocean's Deadliest-ზე, რომელიც გავიდა შეერთებულ შტატებში Discovery Channel-ზე ირვინის გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ. დოკუმენტური ფილმი დასრულდა ავარიის შემდეგ რამდენიმე კვირაში გადაღებული კადრებით, მაგრამ ირვინის გარდაცვალების ხსენების გარეშე,[5][6] გარდა იმისა, რომ ბოლოს ირვინის პატივი მიაგეს.

  1. „Steve Irwin: Google Doodle celebrates 57th birth anniversary of Steve Irwin, the crocodile hunter“. Times of India. 22 February 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 February 2019. ციტირების თარიღი: 22 February 2019.
  2. „Widow: 'Croc Hunter' thought he'd die young“. CNN. 27 September 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2006. ციტირების თარიღი: 25 February 2019.
  3. „Steve Irwin death film given to wife“. Reuters. 21 January 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 March 2019. ციტირების თარიღი: 25 February 2019.
  4. „Video of 'Croc Hunter's' death destroyed“. United Press International. 2 January 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 December 2019. ციტირების თარიღი: 25 February 2019.
  5. „Crocodile Hunter's final stunt with sea snake“. The Daily Telegraph. UK. 30 December 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 May 2007. ციტირების თარიღი: 15 April 2007.
  6. „Crocodile Hunter's Last Show Completed“. International Business Times. 6 January 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 January 2007. ციტირების თარიღი: 6 January 2007.