სტეფანი ტოპალიანი

სტეფანი ნონოშიტა ტოპალიანი (სომხ. Ստեֆանի Թոփալյան; დასავლეთ სომხური: სომხ. Սթեֆանի Թօփալեան; დ. 5 აგვისტო, 1987), უფრო მეტად ცნობილია როგორც სტეფანი — სომხური და იაპონური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი. იაპონიაში არის ლეიბლ „SME Records“-ის წევრი, რომელიც დაკავშირებულია Sony Music-თან. მან გამოუშვა ორი ალბომი; მისი სადებიუტო ალბომი „Stephanie “2008 წელს და „Colors of My Voice“ 2009 წელს. მან მოიგო იაპონური მუსიკალური ჯილდოები 2007 წელს. მისი ზოგიერთი სიმღერა გვხვდება რამდენიმე იაპონურ ფილმში. მას ჰქონდა როლები რამდენიმე იაპონურ ფილმში, განსაკუთრებით გამოსარჩევია „Pride“ და „Tokyo Tribe“. 2014 წელს იგი შეუერთდა სომხურ სუპერჯგუფის პროექ Genealogy-ს, რათა წარმოედგინა სომხეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2015 წელს, სიმღერით „Face the Shadow“.

სტეფანი ტოპალიანი
250
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 აგვისტო, 1987(1987-08-05) (37 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
სტეფანი ტოპალიანი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

სტეფანი დაიბადა იაპონელი დედისა და სომეხი მამის ოჯახში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. მიუხედავად იმისა, რომ ის იაპონიაში ცხოვრობს, მას აქვს დიდი პატივისცემა სომხური წარმომავლობის მიმართ და ძალიან არის მიჯაჭვული ბებიასთან და ბაბუასთან. მისი ბებია კოჰარიკ მიქაელიან-თოფალიანი დაიბადა ლიბანში, ხოლო მისი ბაბუა ჟან-პიერ ტოპალიანი დაიბადა საფრანგეთში, ორივე მათგანი სომხური წარმოშობისაა.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

სტეფანიმ დაამთავრა აოიამა გაკუინის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა. ის ფლობს ინგლისურ და იაპონურს ენებს.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

მან პატარა ასაკში დაიწყო სიმღერა. 13 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად იაპონიაში გადავიდა საცხოვრებლად. 14 წლის ასაკში სტეფანიმ თავისი სიმღერის აუდიო დემო ჩანაწერი გაუგზავნა სხვადასხვა მუსიკალურ პროდიუსერებს,[1] და მიიღო პასუხი იაპონელი მუსიკალურ პროდიუსერის ჯო რინოისაგან. რინოი აღფრთოვანებული დარჩა მისი სიმღერით და 19 წლის ასაკში სტეფანის დებიუტი იაპონიაში SME Records-დან (Sony).[1] 2007 წელსმან მიიღო „საუკეთესო ახალბედა მომღერლის“ ჯილდოზე პრესტიჟულ 49-ე დაჯილდოებაზე Japan Record Awards-სა. შემდეგ გამოუშვა ორი ალბომი.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

მისი სადებიუტო სინგლი „Kimiga Iru Kagiri“ და შემდგომი სინგლი „Because of You“ გახდა ანიმე Kiss Dum-ის ბოლო თემი. [2] მისი მეხუთე სინგლი „Changin“ აგრეთვე გამოცნდა ანიმე „D.Gray-man“ ბოლო თემად. 2008 წლის დასაწყისი მისი სინგლი „Friends“ მოხვდა ანიმე „Gundam 00“ ბოლო თემებს შორის. სიმღერა გამოჩნდა იაპონიური ჩარტების „Oricon charts“-ის საუკეთესო ათეულში.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

მისი სამსახიობი დებიუტი შედგა 2009 წლის ფილმში „Pride“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! მან შეასრულა პროტაგონისტი შიო ასამის როლი და მისი სიმღერა იყო ბოლო თემი ფილმში „Pride ~A Part of Me~“ [3]. 2009 წელს ტეფანი აგრეთვე გამოჩნდა მოკლემეტრაჟიან ინგლისურენოვან ფილმში „It's All Good“. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „Tokyo Tribe“. [4]

ევროვიზია

რედაქტირება

2015 წლის თებერვალში ის გახდა „Genealogy“-ს წევრი, რომელიც ევროვიზიაზე სომხეთის წარსადგენად, სომხური დიასპორის წარმომადგენლებისგან შეიქმნა. ის ჯგუფს 2015 წლის 27 თებერვალს შეუერთდა.[5] ჯგუფში სტეფანისთან ერთად იყვნენ ინგა არშაკიანი, ფრანგი-სომეხი ესაი ალტუნიანმა, ამერიკელი-სომეხმა თამარ კაპელიანი, ავსტრალიელი-სომეხმი მერი-ჯეინ ო'დორეთი ბასმაჯიანი და ეთიოპიელი-სომეხმი ვაჰე ტილბიანი. ჯგუფი ვენაში, ავსტრიაში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსდგა სიმღერით „Face the Shadow“. კონკურსის დასრულების შემდეგ დიასპორის სხვა ჯგუფის წევრებთან ერთად 2015 წლის 25 აპრილს, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისგან მიიღო სომხეთის მოქალაქეობა და სომხური პასპორტი. [6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Shegrikyan, Zaven. Exclusive interview with Stephanie Topalian! (March 24, 2015). ციტირების თარიღი: 14 May 2015.
  2. [1]
  3. imdb.com
  4. imdb.com
  5. Marco Brey. Armenia: Fourth artist of Genealogy known!. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 27 February 2015
  6. Jiandani, Sanjay. (28 April 2015) Eurovision Armenia: Genealogy meet the president of Armenia. Esctoday. ციტირების თარიღი: 1 May 2015.