სტეფანე აღმსარებელი
სტეფანე აღმსარებელი (გ. 815) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 28 მარტი, ახალი სტილით - 10 აპრილი.
ცხოვრება
რედაქტირებასტეფანე აღმსარებელი ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) დროს. ღირსმა სტეფანემ სიყრმითგან უფალს შესწირა თავი და ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის ახლოს მდებარე ტრიგლიის მონასტრის წინამძღვარი გახდა. როდესაც წმინდა ხატთა დევნა დაიწყო, წმინდა იღუმენს ხატთა გმობა მოსთხოვეს. ღირსმა სტეფანემ უარი განაცხადა მართლმადიდებლობის ღალატზე და უშიშრად ამხილა იმპერატორი. წმიდანი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი გადაასახლეს.
წმინდა სტეფანე საპყრობილეში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.