სტეპის წითელი ჯიში
სტეპის წითელი ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლის სარძეო მიმართულების ჯიში. გამოყვანილია XVIII საუკუნის ბოლოს უკრაინის სტეპის ნაცარა და წითელი საქონლის შეჯვარებით წითელ ოსტფრისლანდიურ და სხვა ჯიშებთან. ყოფილ სსრკ-ში ფართოდ იყო გავრცელებული, ფერად წითელია, მკვრივი აგებულება და კარგი გამძლეობა აქვს. ფურის საშუალო წლიური წველადობა სანაშენე ფერმებში არის 4000-4500 კგ რძე (ცხიმიანობა 3,6—3,8%). ცოცხალი მასა ფურისა 420—540 კგ (უდიდესია 700 კგ), კუროსი — 700—1000 კგ (უდიდესი 1200 კგ). გასუქებული ცხოველის ნაკლავის გამოსავლიანობა 50-55%.
სტეპის წითელი ჯიში მოშენებულია საქართველოს დაბლობი ზონის იმ რაიონებში, რომელთა დანიშნულებაა მოუხდელი რძის წარმოება. 1980 წელს საქართველოს კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში მისი რაოდენობა ჯიშიან ცხოველთა მთელი სულადობის 12,7% შეადგენდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოცირიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 562.