სტეთოსკოპი

აკუსტიკური სამედიცინო მოწყობილობა აუსკულტაციისათვის

სტეთოსკოპი — შინაგანი ორგანოების მოსმენა-დაკვირვებისათვის საჭირო ყველასთვის ცნობილი სამედიცინო დიაგნოსტიკური ხელსაწყო. გამოიგონა ფრანგმა ექიმმა და ანატომმა, რენე თეოფილ გიაცინტ ლაენეკმა 1818 წელს. არის სამედიცინო ხელსაწყო, რომლითაც ექიმი პაციენტის გულსა და ფილტვებს უსმენს. მასში შესაძლოა გარედან ხმაურმა შეაღწიოს, მაგრამ ულტრაბგერითი სტეთოსკოპი ხმაურიან გარემოშიც მუშაობს.

თანამედროვე სტეთოსკოპი

გამოგონება

რედაქტირება

სტეთოსკოპის გამოგონების უმთავრეს მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ რენე მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა იმ პერიოდში დამკვიდრებული წესის თანახმად პაციენტის სხეულის არეზე ყურის მიდების საშუალებით დაესვა დიაგნოზი, რის გამოც ამ საქმისთვის თავდაპირველად ქაღალდის დახვეული ფურცელი გამოიყენა. შედეგად, მან დაადგინა, რომ ასეთი საშუალება ბევრად უფრო პროფილაქტიკური იყო და მალევე დახვეული ქაღალდის ფურცელი ბამბუკისაგან დამზადებული სტეთოსკოპით ჩაანაცვლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება