სტევნს-კლინტი
სტევნს-კლინტი (დან. Stevns Klint) — თეთრი ცარცული ასაკის აბრაზიული ფლატე ანუ კლიფი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე. მდებარეობს ქალაქ სტორე-ჰედინგედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში. სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია 14.5 კილომეტრზე და წარმოადგენს შესამჩნევად გამოყოფილ ცარცულ-პალეოგენური ასაკის გეოლოგიურ წარმონაქმნს.[1] ხშირი ეროზიის გამო სტევნს-კლინტი აზევებულია 40 მ-მდე (130 ფუტი).[2] კლიფის ყველაზე მაღალი ნაწილი მაასტრიხტული სართულისაა (72-66 მლნ. წ.), ხოლო ყველაზე დაბალი ნაწილი — დანიური სართულისა (66-62 მლნ. წ.).[3]
სტევნს-კლინტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
სტევნს-კლინტი | |
ქვეყანა | დანია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | |
სია | 1416 |
რეგიონი** | ევროპა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2014 (38th სესია) |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
რამდენიმე სანტიმეტრის სისქის თიხის შავი ფენები შეიცავს ირიდიუმს, რომელიც ნათლად მიუთითებს ცარცულ-პალეოგენურ საზღვარზე. ფენების ხილვა შესაძლებელია აგრეთვე სტევნსფორტეტის ღრმა გვირაბებში, სადაც ცივი ომის პერიოდში 1953 წელს აშენდა გამაგრებული შენობა. კლიფში არსებული ცარცული ხავსელები ჩვეულებრივი და ბირთვული იარაღის მიმართ მაღალი გამძლეობით გამოირჩევა.[4] 2008 წელს გაიხსნა ცივი ომის მუზეუმი, სადაც სამხედრო აღჭურვილობაა წარმოდგენილი. გამაგრებული შენობის მიწისქვესა სისტემა 1.6 კილომეტრიანი გვირაბია, რომელშიც არის ჰოსპიტალი და სამლოცველო.
გვირაბები ზედაპირიდან 18-20 მ-ის ქვემოთ არის განლაგებული. სრულიად საიდუმლო გამაგრებული შენობა აშენდა 1953 წელს და საექსპლუატაციოდ 2000 წლამდე დარჩა.[5] კლიფზე არის ძველი ეკლესია. 1928 წელს მომხდარი ეროზიის შედეგად საკურთხეველი ნაპირის ქვემოთ გადაიწია. ეკლესიიდან კლიფამდე მისვლა ფეხით სვლით არის შესაძლებელი. ახალი ეკლესიის მშენებლობა 1913 წელს დასრულდა. იგი მდებარეობს კლიფიდან 300 მეტრში.[6]
2014 წლის 23 ივნისს სტევნს-კლინტი და ვადენზეე გამოცხადდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად დანიაში.[7][8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტევნს-კლინტი — whc.unesco.org
- ↑ სტევნს-კლინტი — www.denstoredanske.dk
- ↑ სტევნს-კლინტი — 2dgf.dk
- ↑ სტევნს-კლინტი — www.rotarynyt.dk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-25. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
- ↑ Stevensfort Cold War Museum. Kalklanded. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 23 June 2014.
- ↑ Højerup Danish. Den Store Danske. ციტირების თარიღი: 24 June 2014.
- ↑ Stevns Klint og Vadehavet på Unesco-liste Danish. Danmarks Radio. ციტირების თარიღი: 23 June 2014.
- ↑ Six new sites inscribed on World Heritage List. UNESCO. ციტირების თარიღი: 23 June 2014.