სტაფაჟი (გერმ. Staffage) — პეიზაჟის ამსახველ ნაწარმოებში ადამიანთა ან ცხოველთა ფიგურები, რომელთაც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ და მხოლოდ სურათის გასაცოცხლებლად არიან ჩახატული. გავრცელებული იყო XVI-XVII საუკუნეების მხატვრობაში. ხშირად პეიზაჟის ამსახველ სურათებში სტაფაჟი შეჰქონდა არა ავტორს, არამედ სხვა მხატვარს.

ლიტერატურა

რედაქტირება