სტან სტორიმანსი (ნიდერლ. Stan Storimans; დ. 8 იანვარი, 1969, ტილბურგი, ნიდერლანდები — გ.12 აგვისტო, 2008, გორი, საქართველო) — ჰოლანდიელი ტელეოპერატორი, RTL-TV-ის თანამშრომელი, დაიღუპა აგვისტოს ომის (2008) დროს, გორის დაბომბვისას.

ჰოლანდიელი ოპერატორი რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ 12 აგვისტოს გორის კასეტური ჭურვებით დაბომბვას ემსხვერპლა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.[1] სხვა მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად დაიჭრნენ სტორიმანსის ჰოლანდიელი ჟურნალისტი იერონ აკერმანსი და მათი ებრაელი კოლეგა ცადოკ იეჰეცკელი. ”ასოშეიტიდ პრესი” ასევე იუწყებოდა ქართველი ჟურნალისტისა და მისი მძღოლის დაღუპვის შესახებაც.[2]

საერთაშორისო რეაქცია

რედაქტირება

ჰოლანდიური მხარის მიერ სტორიმანსის გარდაცვალების გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსული მხარის მიერ კასეტური იარაღის გამოყენება.[3] ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ვერჰაგენმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა ეუთოს ფარგლებში მოხდებოდა.[4]

სტან სტორიმანსის სტიპენდია

რედაქტირება

საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ინიციატივით დაარსდა სტორიმანსის სახელობის სტიპენდია, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.[5]