სტანისლავ იაბლონოვსკი
სტანისლავ იან იაბლონოვსკი (დ. 3 აპრილი, 1634, იაბლუნივი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა — გ. 3 აპრილი, 1702, ლვოვი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა) — პოლონელი დიდგვაროვანი, პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწე, ჰუსართა კავალერიის მთავარსარდალი (ვოივოდი), იაბლონოვსკების ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი და მეთაური, დიდი ჰეტმანი, პოლონეთის მეფის, სტანისლავ ლეშჩინსკის პაპა. თავი გამოიჩინა ყირიმელი თათრებისა და კაზაკების წინააღმდეგ ომების, ასევე 1683 წლის ვენის ბრძოლისა და დიდი თურქული ომის დროს. მეფე იან III სობესკის გარდაცვალების შემდეგ იყო პოლონეთის მეფობის კანდიდატი. საღვთო რომის იმპერატორმა, ლეოპოლდმა 1697 წელს მას მამულები უბოძა ავსტრიასა და ბოჰემიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Нечаев В. М.,. Яблоновский, Станислав Ян // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Stanisław Jan Jabłonowski z Jabłonowa h. Prus (III) (ID: 8.192.78)