სტალინისის საყვირი (გაზეთი)
„სტალინისის საყვირი“ — ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიოდული გამოცემა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ხაშურის რაიონში 1931 წლიდან 1934 წლამდე გამოდიოდა. გაზეთის გამოცემის პერიოდულობა იყო ხუთ დღეში ერთხელ. მისი რედაქტორი იყო მოსე გვალია. გაზეთს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სტალინისის რაიკომის, რაიაღმასკომის და პეოფსაბჭოს ორგანო გამოსცემდა. სწორედ ამ პერიოდში (1931–1932 წლებში) ხაშურს სტალინისი ერქვა. თითოეული ნომერი შეადგენდა 4 გვერდს, ხოლო ტირაჟი შეადგენდა 5000 ცალს.
1934 წლიდან ხაშურის პერიოდულ გამოცემას „სტალინისის საყვირს“ „ბოლშევიკური სიტყვა“ ეწოდა და ამ სახელწოდებით გამოდიოდა 1934–1953 წლებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება