სტაბიჰუნი
სტაბიჰუნი (ნიდერლ. Stabij) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ნიდერლანდებში XVI საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ჩრდილოეთ ნიდერლანდების პროვინცია ფრისლანდიაში საუკუნეების მანძილზე არსებობდა სტაბიჰუნი, რომელიც მჭიდრო ნათესაურ კავშირშია როგორც ჰოლანდიურ პარტრიჯდოგთან, ასევე, პატარა მიუნსტერლენდერის წინაპრებთან. როდესაც XIX საუკუნეში პოინტერები და სეტერები ფართოდ გავრცელდნენ, სტაბიჰუნის პოპულარობა ძლიერ შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ სტაბიჰუნის პირველი წერილობითი მოხსენიება მხოლოდ XIX საუკუნეში მოხდა, სრულიად შესაძლებელია, რომ ის მომდინარეობდეს ნიდერლანდებში ესპანელი დამპყრობლების მიერ ჯერ კიდევ XVI საუკუნეში შემოყვანილი სპანიელებისგან. დღესდღეობით სტაბიჰუნი ნიდერლანდებშიც კი იშვიათობაა (ყოველ წელს ჩნდება მხოლოდ 200 ლეკვი), კიდევ უფრო იშვიათია ეს ჯიში ნიდერლანდის საზღვრებს გარეთ. ეს ძაღლი ბევრი თვალსაზრისით იდეალური კომპანიონია.
ეს არის აზარტული მონადირე ძაღლი, რომელსაც ნანადირევი წყლიდან დაუზიანებლად ამოჰყავს, ის არანაკლები ენთუზიაზმით დასდევს ჩოგბურთის ბურთს ქალაქის ბაღებსა და პარკებში. სტაბიჰუნი კარგად უძლებს სიცივეს. ადვილად იწვრთნება და კარგი მონადირეა. ბალანი გლუვია და შეიძლება იყოს ნარინჯისფერი, ყავისფერი, ან შავი.