სსრ კავშირის საბჭოების VI ყრილობა

სსრკ საბჭოების VI ყრილობა (რუს. VI Всесоюзный съезд Советов) — სსრ კავშრის საბჭოების რიგით მეექვსე ყრილობა, მიმდინარეობდა 1931 წლის 8-17 მარტს მოსკოვში. ესწრებოდა 2403 დელეგატი მათ შორის 1570 გადამწყვეტი ხმით. სოციალური შემადგენლობა: მუშა 54,4%, გლეხი 25,6%, მოსამსახურე 20%. პარტიული შემადგენლობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 72,8%, საკავშირო ალკკ წევრი 2,4%, უპარტიო 24,8%. წარმოდგენილი იყო 66 ეროვნება.

დღის წესრიგი: სსრკ მთავრობის ანგარიში (ვ. მოლოტოვი); სსრკ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის, მარცვლეულისა და მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობების ტრესტების მოხსენება საბჭოთა მეურნეობების მშენებლობის მოხსენების შესახებ (ი. იაკოვლევი); სსრკ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის, საკოლმეურნეო და სატრაქტორო ცენტრების საკოლმეურნეო ცენტრების შესახებ (ი. იაკოვლევი); სსრკ კონსტიტუციის საკითხები (ა. ენუქიძე); სსრკ ცაკის არჩევნები.

ყრილობამ მთლიანად მოიწონა საბჭოთა მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკა. დაავალა საბჭოთა მთავრობას, განუხრელად განეგრძო მშვიდობის პოლიტიკა, განემტკიცებინა ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან; ამასთანავე, გაეთვალისწინებინა სამხედრო საშიშროების ზრდა და ყოველმხრივ აემაღლებინა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ყრილობამ დიდი ყურადღება დაუთმო სოფლის მეურნეობის სოციალისტური გარდაქმნის საკითხებს. დადგენილებაში „საბჭოთა მეურნეობების მშენებლობის შესახებ“ ხაზგასმული იყო საბჭოთა მეურნეობების მსხვილი სანიმუშო მეურნეობების მნიშვნელობის შესახებ, რომელთაგანაც კოლმეურნეობები იღებდნენ სხვადასხვა სახის დახმარებას. დადგენილებაში „საკოლმეურნეო მშენებლობის შესახებ“ შეჯამებული იყო 1929-1930 წლების საკოლმეურნეო მოძრაობა და დაისახა ამოცანები კოლმეურნეობის ორგანიზაციასა და მუშაობაშ ნაკლულოვანებათა ლიკვიდაციის შესახებ. ყრილობამ აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე საკოლმეურნეო მოძრაობის ძირითადი ფორმა იყო სასოფლო-სამეურნეო არტელი. მოწონებულ იქნა მთავრობის გადაწყვეტილება ოკრუგების ლიკვიდაციისა და რაიონების, როგორც სოციალისტური რეკონსტრუქციის ძირითადი რგოლის განმტკიცების შესახებ.

ყრილობამ აირჩია სსრკ-ის ცაკი. კავშირების საბჭში შევიდა 473 წევრი, ეროვნებათა საბჭოში — 138 წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება