გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) — სოფლის მეურნეობის დარგში გაეროს სისტემის უმთავრესი სააგენტო. იგი დაარსდა 1945 წელს. ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ქვეყნებს სურსათთან დაკავშირებულ საგანგებო კრიზისის დაძლევაში ეხმარება.
ორგანიზაციას აფინანსებს სხვადასხვა დონორები და მთავრობები და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 300 მლნ. აშშ დოლარს იღებს მათგან. ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 700 მლნ. აშშ დოლარს წარმოადგენს.
ზოგადი მონაცემები
რედაქტირებასურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, რომელიც გაერო-ს სპეციალიზებულ სააგენტოს წარმოადგენს, დაფუძნდა 1945 წელს FAO-ს კონფერენციის პირველი სესიის მიერ. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს რომში, იტალია და მასში გაწევრიანებულია 191 ქვეყანა და ერთი ორგანიზაცია. FAO-ს აგრეთვე ჰყავს ერთი ასოცირებული წევრი. FAO-ში მუშაობს 3600-ზე მეტი ადამიანი.
FAO-ს მართავს წევრი-ქვეყნების კონფერენცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. იგი განიხილავს ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობას და მომდევნო ორი წლის სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს.
ხსენებული კონფერენცია ირჩევს 49 წევრი-ქვეყნისაგან შემდგარ საბჭოს, რომელიც წარმოადგენს შუალედურ მმართველ ორგანოს. კონფერენცია აგრეთვე ირჩევს გენერალურ დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. დღეისათვის FAO-ს გენერალურ დირექტორია დოქტორი ჟოზე გრაციანო დე სილვა.
FAO, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და შიმშილის აღმოფხვრის მიზნით, მის წევრ ქვეყნებს სთავაზობს საკუთარ გამოცდილებას სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავებაში, ეფექტიანი კანონმდებლობის შედგენასა და ეროვნული სტრატეგიების შექმნაში;
FAO-სთან საქართველოს თანამშრომლობა
რედაქტირებასაქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა გახდა 1995 წლის 20 ოქტომბერს.
2004 წელს FAO-ს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სუბ-რეგიონულ წარმომადგენელს მიენიჭა საქართველოში FAO-ს წარმომადგენელის უფლებამოსილება, ხოლო ამავე წლის 4 ნოემბერს საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა FAO-ს წარმომადგენლობის ოფისი.
საქართველოში FAO-ს წარმომადგენელია ქალბატონი ფერნანდა გუერიერი.
საქართველოში FAO-ს მანდატია მხარი დაუჭიროს ქვეყნის ძალისხმევას სასურსათო უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.
FAO-ს მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია:
- კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიგრირებად და სხვა მავნებელ მწერებთან ბრძოლის გაუმჯობესება (2009-2011);
- აფრიკული ღორის ცხელების გავრცელებაზე კონტროლის გაძლიერება (2008 - 2009წწ);
- საქართველოში კონფლიქტის შემდგომ სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო უსაფრთხოების საჭიროებათა შეფასება გადაუდებელი და სარეაბილიტაციო დახმარებისათვის (2008 - 2008)
- პირუტყვის კომბინირებული საკვების განაწილება კონფლიქტით დაზარალებული მცირე ზომის საოჯახო მეურნეობებისათვის და სოფლის მეურნეობის სექტორისა და სასურსათო უსაფრთხოების კლასტერული კოორდინაციის მხარდაჭერა საქართველოში.
- სასოფლო სამეურნეო საშუალებების გადაუდებელი მიწოდება და სოფლის მეურნეობის სექტორისა და სასურსათო უსაფრთხოების კლასტერული კოორდინაციის მხარდაჭერა საქართველოში. (2009-2009);
- ეპიზოტიისაგან დაზარალებულ ქვეყნებში „გადაუდებელი და სარეაბილიტაციო ღონისძიებების სპეციალური პროგრამის“ (SFERA) მეშვეობით „ფრინველის გრიპის წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიებების“ პროგრამის განხორციელების მხარდაჭერა (2007-2009);
- ფრინველის გრიპის სადიაგნოსტიკო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ FAO-ს გლობალურ პროგრამაში კანადის მთავრობის შენატანი აფრიკისა და სხვა რეგიონების მხარდასაჭერად (2007-2010);
- EC/FAO-ს სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის II ფაზა (2006-2008);
- სასურსათო უვნებლობის განმტკიცება II ფაზა (2008-2009);
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგისა და სტრატეგიული კვლევების სამმართველოს ფუნქციური გაძლიერება (2007-2008);
- აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების ზრდა (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა) (2007-2009);