სრულიად რუსეთის საბჭოების XVII ყრილობა

სრულიად რუსეთის საბჭოების XVII (საგანგებო) ყრილობა (რუს. XVII чрезвычайный Всероссийский съезд Советов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეჩიდმეტე (ბოლო) ყრილობა, მიმდინარეობდა 1937 წლის 15-21 იანვარს მოსკოვში. ესწრებოდა 1338 დელეგატი; სოციალური შემადგენლობა: მუშა 47,6%, გლეხი 16%, მოსამსახურე 36,4%; წარმოდგენილი იყო 34 ეროვნება.

ყრილობა მოიწვიეს რსფსრ-ის ახალი კონსტიტუციის განხილვისა და დამტკიცების მიზნით, რომლის პროექტი შეიმუშავეს სსრკ საბჭოების VIII საგანგებო ყრილობის მიერ დამტკიცებული სსრკ-ის კონსტიტუციის ტექსტის შესაბამისად. რსფსრ-ის ახალი კონსტიტუციის მიღების საჭიროება გამომდინარეობდა იმ ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებიდან, რომლებიც მოხდა რესპუბლიკისა და ქვეყნის ცხოვრებაში: მენშევიკური კლასების ლიკვიდაცია, საბჭოთა საზოგადოების პოლიტიკური ერთიანობის განმტკიცება. რსფსრ-ის ახალი კონსტიტუციის პროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა მ. კალინინი. კონსტიტუციის საბოლოო ტექსტში შესწორებათა და დამატებათა განსახილველად შეიქმნა სარედაქციო კომისია 164 კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე მ. კალინინი). 1937 წლის 21 იანვარს დამტკიცდა რსფსრ-ის ახალი კონსტიტუციის ტექსტი. ყრილობამ მიიღო აგრეთვე დადგენილება, რომელიც ავალებდა XVI მოწვევის სრულიად რუსეთის ცაკს, რსფსრ-ის ახალი კონსტიტუციის საფუძველზე შეემუშავებინა და დაემტკიცებინა დებულება არჩევების შესხებ და განესაზღვრა რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დრო.

ლიტერატურა

რედაქტირება