სრულიად რუსეთის საბჭოების XI ყრილობა
სრულიად რუსეთის საბჭოების XI ყრილობა (რუს. XI Всероссийский съезд Советов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეთერთმეტე ყრილობა, მიმდინარეობდა 1924 წლის 19-29 იანვარს მოსკოვში. ესწრებოდა 1637 დელეგატი, მათ შორის 1143 გადამწყვეტი ხმით. სოციალური შემადგენლობა: 834 მუშა, 423 გლეხი.
ისტორია
რედაქტირებადღის წესრიგი: მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მოხსენება (ა. სვიდერსკი); მოხსენება შრომისა და ხელფასის დაცვის საკითხებზე (ვ. შმიდტი); ფინანსთა სახალხო კომისარიატის მოხსენება რსფსრ ბიუჯეტის შესახებ (მ. ვლადიმიროვი); საკავშირო კონსტიტუციის შესახებ (დ. კურსკი); წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციის შესხებ (ა. ლუნაჩარსკი); სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები (ა. ენუქიძე).
მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მოხსენებაში გაშუქებული იყო საბჭოთა მთავრობის საქმიანობა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის დარგში. ყრილობამ დასახა თვითმოქმედებისა და კოოპერირების საწყისებზე გლეხთა მასების სოფლის მეურნეობის აღდგენს საქმეში ჩაბმის ღონისძიებანი. შრომის სახალხო კომისარიატის მოხსენების გამო ყრილობამ დაამტკიცა 8 საათიანი სამუშაო დღის შეუცვლელობა, ქალებისა და ბავშვების შრომის ყოველმხრივი დაცვა და სხვა. მიიღო გადაწყვეტილება მრეწველობის აღმავლობისა და შრომის ნაყოფიერების ზრდის შესაბამისად ხელფასის გადიდების შესახებ. ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება უმუშევრობის დაუყოვნებლივ შესამცირებლად. 22 იანვარს ყრილობაზე გამოვიდა მ. კალინინი ვ. ლენინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყრილობამ მიიღო დადგენილება 21 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ, მიიღო მიმართვა „ყველა მშრომელისადმი“, მოუწოდა ერთიანობისა და შეკავშირებისაკენ. ერთი კვირით შეწყდა სხდომები. 29 იანვარს ყრილობა კვლავ შეუდგა მუშაობას და მოიწონა სსრკ-ის კონსტიტუცია, ამასთანავე სრულიად რუსეთის ცაკს დაავალა რსფსრ-ის კონსტიტუციაში (1918) შეეტანა შესაბამისი ცვლილებანი. განათლების სახალხო კომისარიატის მოხსენების გამო ყრილობამ დასახა ამოცანა, ოქტომბრის რევოლუციის მე-10 წლისთავისათვის რსფსრ-ის მოსახლეობაში წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციის შესხებ.
ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის XI მოწვევის ცაკი 466 კაცის ოდენობით (303 წევრი და 163 კანდიდატი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 529.