სრულიად რუსეთის საბჭოების XIV ყრილობა
მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის XIV ყრილობა (რუს. XIV Всероссийский съезд Советов Рабочих, Крестьянских и Солдатских Депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეთოთხმეტე ყრილობა, მიმდინარეობდა 1929 წლის 10-18 მაისს მოსკოვში. ესწრებოდა 1158 დელეგატი გადამწყვეტი და 626 სათათბირო ხმით. პარტიული შემადგენლობა: რკპ (ბ) წევრი და კანდიდატი 70,7%, საკავშრო ალკკ წევრი და კანდიდატი 1,2%, უპარტიო 28,1%. სოციალური შემადგენლობა: მუშა 57,1%, გლეხი 25%, მოსამსახურე 17,9%.
ისტორია
რედაქტირებადღის წესრიგი: რსფსრ-ის მთავრობის მოხსენება (ა. რიკოვი); რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა (ა. ლეჟავა); კულტურული მშენებლობის მიმდინარე ამოცანები (ა. ლუნაჩარსკი); საბჭოთა წიგნი 10 წლის მანძილზე (ა. ხალხტოვი); საბჭოების პირველადი რგოლის მდგომარეობა და განმტკიცება (ა. კისელიოვი); რსფსრ-ის კონსტიტუციაშ ცვლილებათა და დამატებათა შესახებ (ი. პოლუიანი); სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები.
ყრილობამ ერთხმად მოიწონა რსფსრ-ის მთავრობის საქმიანობა; მიიღო რსფსრ-ის სახალხო მეურნეობის განვთარების I ხუთწლიანი გეგმა (1929-1932); დადებითად შეაფასა რა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის დაჩქარებული ტემპები, დაავალა მთავრობას გაეძლიერებინა ბრძოლა სოფლის მეურნეობის სოციალური გარდაქმნისათვის, მოუწოდა ქალაქისა და სოფლის მშრომელებს აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ხუთწლიანი გეგმის შესრულებაში, ყოველმხრივ განევითარებინათ სოციალისტური შეჯიბრება. კულტურული მშენებლობის შესახებ დადგენილებაში ყრილობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა საყოველთაო დაწყებითი სავალდებულო განათლების განხორციელებასა და მოსახლეობაში წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციას. სახალხო მეურნეობის სოციალისტური რეკონსტრუქცია მოითხოვდა სახელმწიფო აპარატის, პირველ რიგში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების გაუმჯობესებას. ამიტომ სრულიად რუსეთის ცაკს დაევალა კიდევ ერთხელ შეემოწმებინდა სოფლის საბჭოების დებულება მასობრივ-ორგანიზაციულ, სამეურნეო და კულტურულ მუშაობაში მათი უფლებების გაფართოების, აგრეთვე გლეხთა ყოველდღიურ საჭიროებათა უკეთ მომსახურების მიზნით. მასვე დაევალა შეემუშავებინა ღონისძიებანი კულაკთა და რევოლუციის დამრღვევთა წინააღმდეგ. ყრილობამ დაადგინა აგრეთვე უცხო ელემენტებისაგან საბჭოთა აპარატის წმენდისა და საბჭოთა ორგანოებში მუშათა, მოჯამაგირეთა, ღარიბთა და საშუალო გლეხთა აქტივის რიგებიდან ახალი კადრების დაწინაურების აუცილებლობა, იმასთან დაკავშირებით, რომ შემოიღეს ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა და გაფართოვდა ადგილობრივი საბჭოების როლი, რსფსრ-ის კონსტიტუციაში შეიტანეს ზოგიერთი ცვლილება და დამატება.
ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის XIV მოწვევის ცაკი 550 კაცის ოდენობით (400 წევრი და 150 კანდიდატი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 530.