სრულიად რუსეთის საბჭოების XII ყრილობა
სრულიად რუსეთის საბჭოების XII ყრილობა (რუს. XII Всероссийский съезд Советов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეთორმეტე ყრილობა, მიმდინარეობდა 1925 წლის 7-16 მაისს მოსკოვში. ესწრებოდა 1634 დელეგატი, მათ შორის 1084 გადამწყვეტი ხმით, 1292 კომუნისტი.
ისტორია
რედაქტირებადღის წესრიგი: მოისმინეს და განიხილეს მოხსენებები ჯანმრთელობის დაცვის (ნ. სემაშკო), მიწათმოქმედების (ა. სვიდერსკი) სახალხო კომისარიატების მუშაობის შესახებ; რსფსრ კონსტიტუციის ტექსტში ცვლილების შესახებ (დ. კურსკი); თურქესტანის ასსრ-ის რსფსრ-დან გამოსვლისა და თურქმენეთისა და უზბეკეთის მოკავშირე რესპუბლიკების ჩამოყალიბების შესახებ (ა. კისელიოვი); სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები. დღის წესრიგიდან მოიხსნა რსფსრ-ის მთავრობის მოხსენება, რამდენადაც ყრილობის მთელ შემადგენლობას შეეძლო მონაწილეობის მიღება სსრკ-ის საბჭოების III ყრილობის მუშაობაში, სადაც დღის წესრიგში იყო სსრკ-ის მთავრობის ანგარიში.
ყრილობამ მოიწონა რსფსრ-ის მთავრობის საშიანო და საგარეო პოლიტიკა, აღნიშნა მიღწევები სახალხო მეურნეობაში; მიიღო პროგრამა სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების შესახებ (ერთიანი სასოფლო-სამეურნეო გადასახადის 40%-ით შემცირება და სხვა), აგრეთვე ეროვნულ რესპუბლიკებსა და ოლქებში სამედიცინო და სანიტარული მუშაობის გაუმჯობესების, ეროვნული სამედიცინო კადრების მომზადების შესახებ. დაამტკიცა რსფსრ-ის ახალი კონსტიტუცია.
ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის XII მოწვევის ცაკი 434 კაცის ოდენობით (300 წევრი და 134 კანდიდატი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 529-530.