სრულიად რუსეთის საბჭოების IX ყრილობა
სრულიად რუსეთის საბჭოების IX ყრილობა (რუს. IX Всероссийский съезд Советов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეცხრე ყრილობა, მიმდინარეობდა 1921 წლის 23-28 დეკემბერს მოსკოვში. ესწრებოდა 1991 დელეგატი, მათ შორის 1630 გადამწყვეტი ხმით (1522 რკპ (ბ) წევრი და კანდიდატი; მუშა 39%, გლეხი 20%, მოსამსახურე 32,5%, დანარჩენი 8,5%).
ისტორია
რედაქტირებადღის წესრიგი: სრულიად რუსეთის ცაკისა და სახკომსაბჭოს საანგარიშო მოხსენებები საშინაო და საგარეო პოლიტიკის დარგში (ვ. ლენინი); მოხსენებები დამშეულთათვის დახარების გაწევის (მ. კალინინი); ახალი ეკონომიკური პოლიტიკის წინასწარი შედეგების (ლ. კამენევი), მრეწველობის მდგომარეობის (პ. ბოგდანოვი), სოფლის მეურნეობის აღდგენის (ნ. ოსინსკი), კოოპერაციის (ლ. ხინჩუკი), ბიუჯეტისა და ფინანსების (ნ. კრესტინსკი), წითელი არმიის მშენებლობის (ლ. ტროცკი), საბჭოთა მშენებლობის (ტ. საპრონოვი) შესახებ; სრულიად რუსეთის ცაკის არჩევნები.
განიხილეს მთავრობის დეკრეტი ელექტრიფიკაციის შესახებ (გ. კრიჟანოვსკი). ყრილობამ მოიწონა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დასახა ღონისძიებები შიმშილობასთან საბრძოლველად, შეაჯამა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის 10 თვის შედეგები. მთავარ ამოცნად მიიჩნია სოფლის მეურნეობის აღმავლობა და განსაზღვრა მისი განვითარების გზები. მოიწონა დირექტივები მძმე მრეწველობის აღდგენისა და ფართო მოხმარების საგნების წარმოების თაობაზე. დაამტკიცა დეკრეტი „ელექტრიფიკაციის შესახებ“, მიიღო გადაწყვეტილება ფინანსებისა და ბიუჯეტის შესახებ. მოიწონა წითელი არმიის შემცირებისა და მისი შეიარაღებისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების ხაზი.
ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის IX მოწვევის ცაკი 513 კაცის ოდენობით (386 წევრი და 127 კანდიდატი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 529.