სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობა

მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის II ყრილობა (რუს. II Всероссийский съезд Советов рабочих и солдатских депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეორე ყრილობა, მიმდინარეობდა 1917 წლის 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი) პეტროგრადში, სმოლნიში. ესწრებოდა 649 დელეგატი, მათ შორის 390 ბოლშევიკი, 160 ესერი, 72 მენშევიკი, 14 გაერთიანებული ინტერნაციონალისტი, 6 მენშევიკ-ინტერნაციონალისტი და 6 უკრაინელი სოციალისტი.

სრულიად რუსეთის სბაჭოების მეორე ყრილობის 1917 წლის სექტემბერში ჩატარების წინააღმდეგი იყო ესერულ-მენშევიკური ცაკის ხელმძღვანელობა, რომლის ზეწილის შედეგადაც ცაკი იძულებული შეიქმნა 23 სექტემბერი (6 ოქტომბერი)-ს მიეღო გადაწყვეტილება, რათა ყრილობა 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)-ს გახსნილიყო. რიგი მიზეზების გამო ყრილობა 25 ოქტომბრისთვის გადაიდო. ყრილობის პრეზიდიუმში აირჩიეს14 ბოლშევიკ-დელეგატი ვ. ი. ლენინის მეთაურობით, მაგრამ ლენინი პირველ სხდომას არ დასწრებია, რადგანაც სმოლნიში აჯანყებას ხელმძღვანელობდა.

ყრილობის პირველი სხდომა გაიხსნა საღამოს 10:40 საათზე, რომელზეც მენშევიკებმა, მემარჯვენე ესერებმა და ბუნდელებმა განაცხადეს, რომ ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში აღება შეთქმულებად მიაჩნდათ და დატოვეს ყრილობა. სხდომაზე მიიღეს ვ. ლენინის დაწერილი მოწოდება — „მუშებს, ჯარისკაცებსა და გლეხებს“, რომელიც წაიკითხა ა. ლუნაჩარსკიმ. მეორე სხდომაზე ვ. ლენინი ორჯერ გამოვიდა, მისი პირველი სხდომა ეხებოდა ზავის საკითხს. ლენინმა მოუწოდა მეომარ ხალხებს და მათ მთავრობებს დაეწყოთ მოლაპარაკება საყოველთაო, სამართლიანი, დემოკრატიული ზავის დადებაზე. მისი მეორე მოხსენების გამო ყრილობამ მიიღო დეკრეტი ზავის შესახებ და დეკრეტი მიწის შესახებ. ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილებანი ფრონტზე სიკვდილით დასჯის გაუქმების, ადგილებზე მთელი ძალაუფლების საბჭოებისადმი გადაცემისა და სხვა.

ყრილობამ აირჩია სრუილიად რუსეთის I მოწვევის ცაკი 101 კაცის შემადგენლობით და სახალხო კომისართა საბჭო ვ. ლენინის მეთაურობით.

ლიტერატურა

რედაქტირება