სროლა საგარეჯოში
სროლა საგარეჯოში — მასობრივი სროლა საგარეჯოში 2023 წლის 19-20 იანვრის ღამეს. სროლა მოხდა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან, რის შედეგადაც მსროლელმა მოკლა 5, ხოლო დაჭრა – 5 პირი.[1] სროლა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.[2] მსროლელმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავი მოიკლა.
სროლა საგარეჯოში | |
---|---|
სპეციალური დანიშნულების რაზმი სროლის დროს. | |
მდებარეობა | საგარეჯო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, საქართველო |
თარიღი | 19-20 იანვარი, 2023 |
იარაღი | AKM-ის ტიპის სამხედრო ავტომატი |
დაღუპულები | 6 (მსროლელის ჩათვლით) |
არასასიკვდილო დაზიანებები |
5 |
მოტივი | უცნობი |
ინციდენტი
რედაქტირებასროლა მოხდა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან. მსროლელი ისროდა ქუჩაში ბინის ორივე აივნიდან, რის შედეგადაც დაიღუპა 5 პირი, მათ შორის ადგილზე გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიც. სროლის დაწყებისას ბინაში აგრეთვე იმყოფებოდა მსროლელის შვილი, რომელმაც დატოვა კორპუსი. შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომელთა მისვლისთანავე, მსროლელმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავი მოიკლა.[3] ბინაში შესვლისას შსს-ს წარმომადგენლებს მსროლელი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).[3]
მსროლელი
რედაქტირებაგამოძიების ინფორმაციით, მსროლელი 1974 წელს დაბადებული ვეტერანი ნოდარ ათუაშვილი იყო.[2] იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006 წლიდან 2021 წლამდე. მონაწილეობდა აგვისტოს ომსა და ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში.[4][5]
გამოხმაურებები
რედაქტირებაშემთხვევის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს.[1]
მოტივი
რედაქტირებაერთ-ერთი ვერსიით, სროლას წინ უძღოდა კონფლიქტი მსროლელსა და მოკლულებს შორის.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „ვახტანგ გომელაური: მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, 5 ადამიანია გარდაცვლილი, გარდაიცვალა ჩვენი ერთი თანამშრომელი“. Imedinews. 20 January 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 20 January 2023.
- ↑ 2.0 2.1 ფორმულა 08:00 საათზე - 20 იანვარი - ვითარება საგარეჯოში…
- ↑ 3.0 3.1 „შსს საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს“. Imedinews. 20 January 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 20 January 2023.
- ↑ „„ქრონიკის“ ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე სოფელ მანავის მცხოვრები, 49 წლის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა“. Imedinews. 20 January 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 20 January 2023.
- ↑ „„საგარეჯოს სასაკლაოს მომწყობი აგვისტოს ომის მონაწილე იყო“. timer.ge. 20 January 2023. ციტირების თარიღი: 20 January 2023.
- ↑ „სროლას წინ სუფრასთან დაწყებული კონფლიქტი უძღოდა – ახალი დეტალები საგარეჯოდან“. alphanews. 21 January 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2023. ციტირების თარიღი: 21 January 2023.