სრბუკი
სრბუი სარქისიანი (სომხ. Սրբուհի Սարգսյան sərpʰuhˈi sarkʰsjˈan; დ. 3 აპრილი, 1994), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით Srbuk — სომეხი მომღერალი. იგი პირველად გახდა ცნობილი X Factor-ის სომხურ ვერსიაში მონაწილეობის შემდეგ, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო The Voice-ის უკრაინულ ვერსიაში. სადაც მეოთხე ადგილი დაკავა. სრბუკმა წარადგინა სომხეთის ევროვიზიის 2019 წლის სიმღერის კონკურსზე, რომელიც თელ-ავივში, ისრაელში გაიმართა სადაც წარსდგა სიმღერით „Walking Out“.
სრბუკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 3 აპრილი, 1994[1] (30 წლის) |
დაბ. ადგილი | ერევანი |
საიტი | srbuk.com |
სრბუკი ვიკისაწყობში |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებასარქისიანი დაიბადა 1994 წლის 3 აპრილს, სომხეთის დედაქალქ ერევანში. სწავლობდა კომიტას ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც ისწავლა ქანუნზე დაკვრა.[2][3]
კარიერა
რედაქტირება2010–2018: X Factor და The Voice
რედაქტირება2010 წელს სრბუკმა მონაწილეობა მიიღო X ფაქტორის სომხური ვერსიის პირველი სეზონში, სადაც მან იმღერა სიას „Soon We'll Be Found“. ის გარიკ პაპოიანის გუნდს შეუერთდა და კონკურსში მეორე ადგილზე დაიკავა.[2] In 2012, Srbuk decided to form a band, called Allusion, to play alongside her at small gigs and shows locally.[2] 2014 წელს იგი მონაწილეობდა პაპოიანის სინგლში „Boat“, რომელიც იყო რუსული ფილმის „Лёгок на поми́не“-ის ერთ-ერთი საუნდტრეკი.[3]
2016 წელს სრბუკმა გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Yete Karogh Es“.[4] 2018 წელს მონაწილეობა მიიღო უკრაინული „The Voice“-ის მერვე სეზონში, სადაც მისი მენტორი იყო უკრაინელი მომღერალი პოტაპი. დაიკავა მეოთხე ადგილი.[2]
2019–დღემდე: ევროვზიის სიმღერის კონკურსი
რედაქტირება2018 წლის ნოემბერში ის გამოცხადდა სომხეთის წარმომადგენლად 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თელ-ავივში, ისრაელSი. გამოცხადებისთანავე, AMPTV– მ ასევე გახსნა სიმღერების წარდგენის პერიოდი კომპოზიტორებისთვის, რომ გაეგზავნათ თავიანთი ჩანაწერები[5][6] 2019 წლის მარტში ევროვიზიაზე წარსადგენად აირჩა სიმღერა „Walking Out“.[7] სიმღერის კომპოზიტორები იყვნენ „Lost Capital“ და „tokionine“, სიმღერის ტექსტის ავტორი იყო გარიკ პაპოიანი, რომელმაც ადრე დაწერა სიმღერა 2014 წელს ევროვიზიაზე სომხეთის წარმომადგენლისთვის, არამ Mp3-სთვის. სრბუკი კონკურსზე გამოივდა 2019 წლის 16 მაისს, მეორე ნახევარფ-ფინალში და ვერ მოახერხა ფინალში გასვლა. დაიკავა მე-16 ადგილი.[8]
2019 წლის ოქტომბერში სრბუკმა გამოუშვა ახალი ქავერ ალბომი „Armenian Folk“.[9] 2020 წლის ნოემბერში, მთიანი ყარაბაღის ომის ფონზე, იგი მონაწილეობდა სიმღერაში „Mez vochinch chi haghti“ (ვერაფერი ვერ დაგვამარცხებს), არტურ ხაჩენცთან, ივეტა მუკუჩიანთან, გორ სუჯიანთან, სევარ ამროიანთან, სევაკ ხანაგიანთან და სონა რუბენიანთან ერთად.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://pantheon.world/profile/person/Srbuk
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Սրբուհի Սարգսյանն ամռանը կմեկնի արտերկիր համերգային շրջագայության. Armenpress. ციტირების თარიღი: November 30, 2018
- ↑ 3.0 3.1 Սրբուհի Սարգսյան. "Հեշտ կյանքով չեմ ապրել ". Bravo.am (March 26, 2015). ციტირების თარიღი: November 30, 2018
- ↑ Yete Karogh Es - Single by Srbuk. iTunes (28 October 2016). ციტირების თარიღი: November 30, 2018
- ↑ Walker, Evan. (30 November 2018) Armenia: Srbuk to Eurovision 2019. Eurovoix.
- ↑ Srbuk to represent Armenia at Eurovision 2019.
- ↑ Granger, Anthony (8 March 2019). „Armenia: “Walking Out” To Be Revealed On Sunday Evening“. Eurovoix.
- ↑ Second Semi-Final: Last 10 acts qualify for Eurovision 2019 Grand Final (16 May 2019). ციტირების თარიღი: 5 June 2019
- ↑ Armenian Folk by Srbuk. Apple Music. ციტირების თარიღი: November 7, 2020
- ↑ 7 արտիստ՝ հայ զինվորին նվիրված նոր երգի տեսահոլովակում. Bravo am (November 7, 2020). ციტირების თარიღი: November 7, 2020