სრაბიონოვის სახლი
სრაბიონოვის სახლი (რუს. Дом Срабионова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს ტემერნიკის ქუჩისა და გაზეთის შესახვევის გადაკვეთაზე. აგებულია 1910-იან წლებში არუთიუნ ზაკიევის პროექტის მიხედვით. თავდაპირველად სახლი ეკუთვნოდა ს. სრაბიონოვის და მასში განთავსებული იყო სასტუმრო „პეტროგრადი“. 1925 წლის მონაცემებით შენობაში განტავსებულია სასტუმრო „Деловой двор“. 1940-იანი წლებიდან სასტუმროს ეწოდა სახელი „დონი“[1]. თანამედროვე ეტაპზე შენობაში განთავსებულია სარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლო[2]. 2009-2013 წლებში სრაბიონოვის სახლს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი[3]. შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[4].
სრაბიონოვის სახლი რუს. Дом Срабионова | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′11″N 39°43′01″E / 47.219592° ჩ. გ. 39.717064° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | არუთიუნ ზაკიევი |
გახსნის თარიღი | 1910-იანი წლები |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
არქიტექტურა
რედაქტირებასრაბიონოვის ოთხსართულიანი სახლი მდებარეობს ტემერნიკის ქუჩისა და გაზეთის შესახვევის გადაკვეთაზე. ფასადები, რომელიც გადის ორივე ქუჩაზე, გააჩნიათ სიმეტრიული კომპოზიცია. კუთხის ფასადი გამოყოფილია ერკერებით. თავისუფალი ორდერი ბოლოვდება ატიკებით, რომელთაც გააჩნიათ თაღოვანი კონფიგურაცია. კუთხის ორდერი ბოლოვდება ატიკებით, რომელსაც ამშვენებს ვარდულებით, ყვავილოვანი ორნამენტებით და ბოძკინტებით, რომელიც თავის მხრივ გაფორმებულია დეკორატიული ფიალებით და ბურთებით. ფასადის პირისახის არქიტექტურულ მხატვრულ გაფორმებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფორმით ერთმანეთისაგან განსხვავებული აივნები (მრგვალები და სწორკუთხედები). ფასადები შემკულია რელიეფური ფორმებით და თაბაშირის ფიგურებით. მთავარი შესასვლელი განთავსებულია გაზეთის შესახვევის მხრიდან და გადაწყვეტილია თაღისებურ ფორმაში. თაღის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ქალის ნიღაბი, ხოლო მის ორივე მხარეს ჰორელიეფური ქიმერები[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 139. — ISBN 5-8456-0489-3.
- ↑ Схема расположения здания суда. Официальный сайт Пятнадцатого арбитражного апелляционного суда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-15. ციტირების თარიღი: 2013-10-15.
- ↑ Справка о выданных разрешениях на строительство по объектам капитального строительства в г.Ростове-на-Дону в III квартале 2012г.. rostov-gorod.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-17. ციტირების თარიღი: 2013-10-15.
- ↑ Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.