სპონტანური გამოსხივება
სპონტანური გამოსხივება, თავისთავადი გამოსხივება — ელექტრომაგნიტური გამოსხივების თავისთავადი ამოფრქვევა ენერგიის აგზნებულ დონეებზე მყოფი ატომების ან სხვა კვანტური სისტემების მიერ. ინდუცირებული გამოსხივებისაგან განსხვავებით, სპონტანური გამოსხივება არ არის დამოკიდებული კვანტურ სისტემაზე გარე ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედებაზე და მის კანონზმიერებებს განსაზღვრავს მხოლოდ თვით სისტემის თვისებები სხვა ტიპის სპონტანური გარდაქმნების (მაგალითად რადიოაქტიური დაშლა, მოლეკულების გარდაქმნა მონომოლეკულური რეაქციების დროს) მსგავსად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 552.