სპეციალური ძალების სარდლობა (თურქეთი)

თურქეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ძალების სარდლობა (თურქ. Özel Kuvvetler Komutanlığı) და წაბლისფერი ბერეტები (თურქ. Bordo Bereliler; თავსაბურავის ფერის გამო) — თურქეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დანაყოფი, რომელიც შედგება შეიარაღებული ძალების ყველა ფორმირებიდან შერჩეული მოხალისეებისგან. OKK (Özel Kuvvetler Komutanlığı) შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალების (მწვანე ბერეტები) თურქულ ვერსიად.[2]

სპეციალური ძალების სარდლობა

სპეციალური ძალების სარდლობის ლოგო
აქტიური 1952–დღემდე[1]
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი სპეციალური ძალები
როლი არატრადიციული ომი
სპეციალური ოპერაციები
საბრძოლო ძიები და გადარჩენა
რაოდენობა კლასიფიცირებული
ალიანსი გენერალური შტაბი
გარნიზონი გიოლბაში, ანკარა, თურქეთი
მეტსახელი წაბლისფერი ბერეტები
Bordo Bereliler
დევიზი „სიკვდილი ჩვენთან ერთად მოდის“
„ერთი კვდება, ათასი იბადება“
ფერები წაბლისფერი     
მარში Alay Marşı (პოლკის მარში)
ბრძოლები
მეთაურები
ბრიგადის გენერალი აჰმეთ ერჯან ჩორბაჯი
ცნობილი
მეთაურები
ქორქუთ ექენი
ენგინ ალანი
ზექიაი აქსაქალი
აიდოღან აიდინი

სპეციალური ძალების სარდლობა არ შედის შეიარაღებული ძალების სამი სარდლობიდან არცერთის შემადგენლობაში და ბრძანებებს იღებს პირდაპირ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბისგან.[3][4] წინამორბედი სტრუქტურა ომის სპეციალური დეპარტამენტი იყო.

წაბლისფერი ბერეტების გარდა, თურქეთის სხვა ორი სპეციალური სამხედრო ერთეულია „წყალქვეშა შეტევის ჯგუფი“ (თურქ. Su Altı Taarruz) და „წყალქვეშა თავდაცვის ჯგუფი“ (თურქ. Su Altı Savunma).

მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელები განიხილებიან სამმართველოს შიარაღებულ ძალებად, სარდლობა ასევე მოიცავს არა შეიარაღებულ ქვედანაყოფებსაც და ადმინისტრაციულ პერსონალსაც. აგრეთვე, სარდლობის შიარაღებული პერსონალის რაოდენობა 500-ზე მეტს არ აღემატება.[5]

მას შემდეგ, რაც სარდლობა შეიქმნა, მის მთავარ ამოცანად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გახდა. სარდლობის თითოეული წევრი მაღალკვალიფიციური პირია და იცის საშუალოდ 2 ენაზე საუბარი, აგრეთვე შეუძლია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და აღჭურვილობის გამოყენება.

შექმნა და კორეის ომი

რედაქტირება

სარდლობა დაარსდა 1952 წელს, სახელწოდებით სპეციალური და დამხმარე საბრძოლო ერთეული (თურქ. Hususi ve Yardımcı Muharip Birlikleri). ერთეულის მოვალეობაში შედიოდა ფარული ოპერაციების ჩატარება მტრის ზურგს უკან, ასევე სადაზვერვო საქმიანობა. 1990-იან წლებში, სამხედრო მდგომარეობის შეცვლასთან ერთად, 1992 წელს ერთეულის სახელი შეიცვალა „წაბლისფერ ბერეტებად“ (თურქ. Bordo Bereliler).

სარდლობის ამჟამინდელი ფერი და სახელწოდება მოდის ახალი ერთეულის შემქმნელისგან, ქაშიფ ქოზინოღლუსგან, რომელიც თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ტრაბზონსფორი“-ს გულშემატკივარი იყო.[6]

ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თურქეთის რესპუბლიკამ კორეის ომის დროს, შეიარაღებული ჯარები გააგზავნა. იმ დროს, როდესაც აშშ-ის ჯარებს არ გააჩნდათ სპეციალური დანიშნულების ძალები, თურქული სპეცრაზმელები — წაბლისფერი ბერეტები, ერთადერთი სპეციალური დანიშნულების ძალები იყვნენ ომში. წაბლისფერი ბერეტების საქმიანობაში ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შედიოდა თავდასხმის განხორციელება და ჩინეთში სადაზვერვო საქმიანობის წარმოება. იმ დროისთვის, წაბლისფერი ბერეტების სადესანტო-დივერსიული რაზმები ერთადერთი უცხოური შეიარაღებული ძალები იყო, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა. წაბლისფერი ბერეტების საქმიანობის ზუსტი დეტალები და ოპერაციები კორეის ომში, დღეისთვის საიდუმლოდ რჩება.

1974 წლის კვიპროსის კამპანია

რედაქტირება

წაბლისფერი ბერეტები აქტიურად მონაწილეობდნენ 1974 წლის კვიპროსის სამხედრო კამპანიაში (ასევე ცნობილია, როგორც 1974 წლის თურქულ-ბერძნული ომი) და ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი (თურქეთის გამარჯვება) ომში. თურქეთის სპეციალური ძალების უპირატესობა მთელი ომის მანძილზე იყო კვიპროსში ბერძნული ხუნტის შეიარაღებული ძალების განადგურება, რომელიც საბოლოოდ გამოიწვია ბერძნული ხუნტის პოლიტიკურ-სამხედრო ძალის კრახი.

წაბლისფერი ბერეტები და თურქეთის არმია ამას მიაღწია ორი ინტერვენციის — A და B მეშვეობით, წინასწარი დაზვერვის მისიის მეშვეობით. წაბლისფერი ბერეტების კომანდოსები სადაზვერვოთ იყენებდნენ მაღალსიჩქარიან კატერებს, სანამ თურქეთის არმია შეიჭრებოდა კუნძულზე.

სპეციალური ძალები წინდაწინ ადგილს ათავისუფლებდნენ სადესანტო გემების გაჩერებისთვის, ასევე საკოორდინატო წერტილებს გადაცემდნენ საჰაერო ძალებისთვის, შემდგომ დაბომბვისთვის. სახმელეთო ჯარებისთვის კი დანაღმულ ტერიტორიებს აღწერდნენ.

მათი სადაზვერვო სამუშაოები 3 საათიდან 3 დღემდე გრძელდებოდა. წაბლისფერი ბერეტების მისიები ხშირად ძალზედ სარისკო და კრიტიკული იყო.

ბრძოლა PKK-ის წინააღმდეგ და ოპერაციები ჩრდილოეთ ერაყში

რედაქტირება

წაბლისფერი ბერეტები ატარებენ ყოველდღიურ ოპერაციებს ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის წინააღმდეგ, რაც თურქეთის უშიშროების ძალების PKK-ის ტერორისტებთან შეტაკებების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც ქურთ ტერორისტებს სურთ დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შემქნა, სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ ერაყში. ყოველდღიური ოპერაციების გარდა, წაბლისფერმა ბერეტებმა მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის არმიის 5 ოპერაციაში.

გარდა ამისა, წაბლისფერმა ბერეტებმა მონაწილეობა მიიღეს „ევფრატის ფარისა“ და „ზეთისხილის რტოს“ ოპერაციებში.

მოხალისეებს თავდაპირველად უწევთ საწერი გამოცდის ჩაბარება, ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტების ჩაბარება. მოხალისეები, რომლებიც წარმატებულად ჩააბარებენ გამოცდებეს, ხდებიან სპეციალური ძალების კანდიდატებად. ადეკვატური ენობრივი უნარ-ჩვევები მინიმუმ ერთი უცხო ენაში, ითვლება უპირატესობად. ამის შემდეგ, კანდიდატებმა უნდა გაიარონ რთული სასწავლო პერიოდი, რომელიც დაახლოებით 3,5 წელს გრძელდება. ბევრი ეთიშება პროცესს ამ ინტენსიური სწავლების დროს. სწავლება მოიცავს ფიტნესტს, დაბრკოლების გადალახვის კურსებს, საბრძოლო ხელოვნების სპექტრს, მაღალმთიანი საბრძოლო სკოლას, ახლო საბრძოლო ხელოვნების შესწავლას, ბიოლოგიურ/ქიმიურ/ბირთვულ ომს, პარაშუტირებას (პარაშუტით დაშვებას), დაივინგს (ჩაყვინთვას), დახურული ადგილებიდან სროლას, დანგრევას, ტერორიზმთან ბრძოლას, ძიებასა და სამაშველო საქმეს, გატაცებასა და განადგურებას, დაზვერვას და გადარჩენას. უცხო ენების სწავლება არის სწავლების ნაწილი. სწავლების დროს, კანდიდატები შესაძლებლობის მაქსიმუმზე სწავლობენ, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივათ. სწავლების პერიოდი მოიცავს თანამედროვე რეგულარული და ფსიქოლოგიური ომის ყველა ასპექტს.

სწავლება და რეკრუტირება

რედაქტირება

განათლებისა და სწავლების მხრივ არსებობს სამი კატეგორია, რომელსაც გაივლის წაბლისფერი ბერეტის ოფიცერი. ეს არის შიდა, საერთაშორისო და სპეციალური სწავლება.

ამ სამ კატეგორიაში არსებობს 47 სხვადასხვა ქვე-სწავლების კატეგორია. შიდა სწავლება მოიწავს 72 კვირის ძირითად ტრენინგს, ხოლო საერთაშორისო სწავლება მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურ ტრენინგს 10-დან 52 კვირამდე. სწავლების პერიოდი 3,5-დან 5 წლამდე მიმდინარეობს.

წაბლისფერი ბერეტები საჯაროდ ყურადღების ცენტრში მოექცნენ, როდესაც ისინი დაიჭირეს PKK-ის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი აბდულაჰ ოჯალანი კენიაში. ოპერაციაში მონაწილე ძალოვანი პირების ვინაობა გასაიდუმლოებულია. სხვა სპეციალური ოპერაციების ჯგუფებისგან განსხვავებით, MB ოფიცრები მუდმივად საბრძოლო ველზე არიან და აქტიურად მონაწილეობენ ბრძოლებში, როგორც თურქეთის ტერიტორიაზე, ისე ერაყში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lale Sariibrahimoglu, 'Live-fire exercises shine spotlight on Turkey's special forces,' Jane's Defence Weekly, 7 January 2004

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Uslu, Emrullah (July 10, 2008). „Tackling the PKK: New Directions for Turkey's Special Forces“. Terrorism Monitor. Jamestown Foundation. VI (14): 9–11. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 3, 2016.
  2. Pike, John. Turkey - Special Forces Command, General Staff Headquarters (Ozel Kuvvetler Komutanligi - O.K.K.).
  3. askerenes.blogcu.com/ozel-kuvvetler-komutanligi/1756260
  4. Onlar TSK'nın bel kemiği - Sayfa 8 Sabah - Fotohaber - Gündem - 05 Eylül 2015 Cumartesi. sabah.com.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-06. ციტირების თარიღი: 2015-09-05.
  5. www.globalsecurity.org
  6. www.haber61.net