ლეხ ვალენსა
ლეხ ვალენსა (პოლ. Lech Wałęsa, [lɛx vaˈwɛ̃sa]); (*29 სექტემბერი 1943) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, აქტივისტი და ადამიანთა უფლებების დამცველი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების "სოლიდარობის" ყოფილი ხელმძღვანელი.
ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1983). 1990—1995 წლებში პოლონეთის პრეზიდენტი.