ჩოქელები (ლათ. Mantodea, Mantoptera) — მტაცებელი მწერების რიგი; ენათესავებიან ტარაკანებს. ნადავლის მისატაცებელი კიდურების წინა წყვილზე ძლიერი ქაცვები აქვთ. წინა მკერდი დაგრძელებულია, თავი მეტად მოძრავი; ფრთები ჩვეულებრივ, კარგად არის განვითარებული, ზოგჯერ რუდიმენტულია ან სულ არ არის განვითარებული. ბინადრობენ ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. ცნობილია ჩოქელების 2000-ზე მეტი სახეობა. საქართველოში გვხდება ჩოქელების 20-მდე სახეობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია 4-7 სმ სიგრძის ჩვეულებრივი ჩოქელა (ლათ. Mantis religiosa). ზოგი ჩოქელა მავნებელია — სასარგებლო მწერებითაც იკვებება.

ჩოქელები

ჩვეულებრივი ჩოქელა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mantodea
Mantoptera

ლიტერატურა რედაქტირება