ჩიკომოსტოკი („შვიდი გამოქვაბული“) — აცტეკების მითოლოგიაში ნაუას ტომების ლეგენდარული სამშობლო, რომელიც მეხიკოს ველიდან (ჩრდილოეთ ამერიკა) ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.[1]

ჩიკომოსტოკის შვიდი გამოქვაბული

მეცნიერები მრავალგზის ცდილობდნენ მოეძებნათ კონკრეტული რაიონი, სადაც იყო განლაგებული ეს გამოქვაბულები, მაგრამ მათი ძიება უშედეგოდ დამთავრდა. როგორც ჩანს, „შვიდი გამოქვაბულის“ ხსოვნა პირველი კოლონისტების ამერიკაში მოსვლის პერიოდის ინდიელების მეხსიერებაში დარჩა. სავარაუდოდ, ადამიანები თავდაპირველად გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, საიდანაც დრო და დრო ორივე კონტინენტზე დასახლდნენ. ჩიკომოსტოკი — ამ გამოქვაბულების გაერთიანებული გამოსახვაა. აცტეკები გამოსახავდნენ „შვიდ გამოქვაბულს“ ხის სახით, რომლის ღეროც წარმოადგენდა ჩიკომოსტოკიდან გამოსასვლელს, ხოლო ტოტები — თვითონ გამოქვაბულებს, რომლებიდანაც თითოეულში იყვნენ ძვირადღირებულ სამოსში ჩაცმული მებრძოლები, რომლებსაც ბუმბულების სამკაულები ჰქონდათ თავზე, ხოლო ხელებში იარაღი ეჭირათ.

სქოლიო რედაქტირება