შტეფან III დიდი (გ. 1504) — მოლდავეთის მთავარი 1457-1504 წლებში. ატარებდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების პოლიტიკას, ახშობდა ბოიართა ოპოზიციის გამოსვლებს. 1467 წელს დაამარცხა მატიაშ ჰუნიადის მეთაურობით მოლდავეთში შეჭრილი უნგრეთის ჯარი. 1475 წელს დაამარცხა ოსმალთა არმია ვასლუის ბრძოლაში. 1476 წელს დამარცხდა ოსმალებთან თეთრ ველზე ბრძოლაში და იძულებული გახდა კვლავ ხარკი ეხადა ოსმალეთისათვის. 1497 წელს კოზმინის ტყეში დაამარცხა პოლონელები. დადო სამხედრო-პოლიტიკური კავშირი რუსეთთან.

მოლდავეთის მთავარი - შტეფან III დიდი

ლიტერატურა რედაქტირება