სკრიპტორიუმი — გადამწერთა სახელოსნოები VI-XII საუკუნეებში დასავლეთ ევროპის მონასტრებში. სკრიპტორიუმებში იწერდნენ წიგნებს ეკლესიებისა და წარჩინებულთათვის. ცნობილი იყო ტურის, კორბის, ფულდის და სხვა სკრიპტორიუმები. აქ შემუშავდა შუა საუკუნის წიგნის წერის ძირითადი ტიპები. XII საუკუნის მიწურულიდან ქალაქების ამქრულმა სახელოსნოებმა სკრიპტორიუმების საქმიანობა თანდათან შეავიწროვეს.

სკრიპტორიუმი XV საუკუნის მინიატურა
სკრიპტორიუმი

ლიტერატურა რედაქტირება