სალხინოს ბაღი — ბაღი საქართველოში. გაშენებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მდინარე წაჩხურის მარჯვენა ნაპირას. ბაღი გაშენებულია სამეგრელოს მთავრების, დადიანების მიერ XVIII-XIX საუკუნეებში. ბაღთან ერთად სალხინოს კომპლექსში მოქცეულია ღმრთისმშობლის ტაძარი, დადიანების სასახლე და მარანი. ამჟამად, ამ ტერიტორიაზე მოქმედებს სახლინოს მამათა მონასტერი.

სალხინოს ბაღი

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • გიორგი კალანდია. „დადიანების სასახლეების საგანძური“. თბ. 2003;
  • გიორგი კალანდია. „ოდიშის საეპისკოპოსოები“. თბ. 2004;
  • გიორგი კალანდია. „მარიამ ღვთისმშობლის სიწმინდეები და საქართველო“. თბ. 1999.

სქოლიო რედაქტირება