სალონა — ისტორიული ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ხორვატიის შემადგენლობაში. სალონა იყო ძველი ილირიის ცენტრალური ქალაქი ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში. მას შემდეგ, რაც ქალაქი რომაელებმა დაიპყრეს იგი გადაიქცა რომის პორვინცია დალმაციის ადმინისტრაციულ ცენტრად. რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ ტახტიდან გადადგომის შემდეგ ქალაქთან აღმართა სასახლე, რომელსაც თანამედროვენი დიოკლეტიანეს სასახლის სახელით იცნობენ. სალონა განსაკუთრებით დაზარალდა ავარებისა და სლავების შემოსვების დროს 639 წელს.

სალონას ნანგრევები

დღესდღეობით სალონა (სალონი) მდებარეობს ქალაქ სოლინთან ახლოს, რომელიც ქალაქ სპლიტის კონურბაციაში შედის.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება