რადუჟნი (ვლადიმირის ოლქი)

ქალაქი რუსეთში, ვლადიმირის ოლქში

რადუჟნი (რუს. Радужный) — ქალაქი რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი. 18 471 მცხოვრები (2018).[1] მდებარეობს ვლადიმირიდან 25 კმ-ში, მთავარი საავტომობილო გზის გვერდით, ტყის მასივში. დაარსდა 1971 წელს როგორც საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო „რადუგას“ (შექმნილი სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით; 25 თებერვალი, 1971) თანამშრომელთა დაბა; პირველი საცხოვრებელი სახლი 1972 წლის 16 მაისს (ეს დღე მიიჩნევა ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად). 1977–1991 წლებში იყო დაბა ვლადიმირ-30. 1991 წლიდან ქალაქი რადუჟნი. 1998 წელს გარდაიქმნა დახურულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ წარმონაქმნად. ქალაქში მდებარეობს რუსეთის ახალწამებულთა და აღმსარებელთა ხის კარვისებრი ეკლესია (2000-იანი წლების 1-ლი ნახევარი), სამხედრო და შრომითი დიდების მუზეუმი (2000), ქალაქწარმომქმნელი საწარმო — ლაზერული პოლიგონი „რადუგა“ (სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო და ექსპერიმენტალური სამუშაოები ლაზერული ფიზიკის, ოპტიკის, ელექტრონიკისა და სხვა დარგებში). განვითარებულია ავტომატიკისა და ნავთობმომპოვებელი მოწყობილობების სამართების, ენერგეტიკის ობიექტთა დისტანციური მართვის ავტომატიზირებული კომპლექსებისა და ავტოდასაკომპლექტებლების წარმოება.

ქალაქი
რადუჟნი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ვლადიმირის ოლქი
კოორდინატები 55°59′52″ ჩ. გ. 40°19′47″ ა. გ. / 55.99778° ჩ. გ. 40.32972° ა. გ. / 55.99778; 40.32972
დაარსდა 1971
ადრეული სახელები ვლადიმირ-30
ამჟამინდელი სტატუსი 1991
ფართობი 17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 160 მეტრი
მოსახლეობა 18 471[1] კაცი (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 49254
საფოსტო ინდექსი 600910
ოფიციალური საიტი http://www.raduzhnyi-city.ru/
რადუჟნი (ვლადიმირის ოლქი) — რუსეთი
რადუჟნი (ვლადიმირის ოლქი)

რადუჟნის ჩრდილო-აღოსავლეთ გარეუბანთან ახლოს მდებარეობს სოფ. ბორისოგლების ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია (კურთხეული 1790 წელს).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება