პტოლემე VI ფილომეტორი (ბერძ. Πτολεμαῖος Φιλομήτωρ) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 180-145 წწ. პტოლემე V-ისა და კლეოპატრა I-ის შვილი. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი, ნაადრევად გარდაცვლილი მამის პტოლემე V-ის ნაცვლად. მისი რეგენტი იყო კლეოპატრა I, დედამისი, სელევკიდების სამეფოს მეფის, ანტიოქე III დიდის ასული. მისი რეგენტობის პერიოდში ეგვიპტეში სიმშვიდე სუფევდა. დედოფალი კლეოპატრაც მეუღლის მსგავსად ნაადრევად გარდაიცვალა.

პტოლემე VI-ის მონეტა

ოჯახი რედაქტირება

პტოლემეს მეუღლე იყო მისი და კლეოპატრა II, რომელთანაც შეეძინა:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება