ოსკარ რივკინი (რუს. Рывкин, Оскар Львович; დ. 4 იანვარი, 1899 — გ. 7 აგვისტო, 1937) — საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე. სსრკ-ში ახალგაზრდათა კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1917 წლის მარტიდან არის კომუნისტური პარტიის წევრი. დაიბადა ქალაქ პეტერბურგში, მოსამსახურის ოჯახში. ტიპოგრაფიაში მოსწავლედ მუშაობდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ წითელგვარდიელია. პეტროგრადში ახალგაზრდათა სოციალისტური კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; კავშირის საქალაქო კომიტეტის მდივანი. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მონაწილე. 1918–1921 წლებში იყო სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის მდივანი. 1937 წელს დააპატიმრეს; მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.[1]

ოსკარ რივკინი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1918 – 1921

დაბადებული4 იანვარი, 1899
პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი7 აგვისტო, 1937
პოლიტიკური პარტიასაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Мильчаков А. И., Первое десятилетие. Записки ветерана комсомола, 2 изд., [M.], 1965.

სქოლიო რედაქტირება