ნიკოლას სიმპერი (დ. 1945 წლის 5 ნოემბერს) — ბრიტანელი ბას-გიტარისტი. იგი დაიბადა ლონდონის გარეუბან საუსოლში. ის ცნობილია, როგორც მძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი.

ნიკ სიმპერი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნიკოლას სიმპერი
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი 1945
დაბ. ადგილი ნორვუდ-გრინი[1]
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა
აქტიური 1960 - დღემდე
საიტი nicksimper.com
ნიკ სიმპერი ვიკისაწყობში

Deep Purple-ის დაარსებამდე სიმპერი რამდენიმე ჯგუფში უკრავდა. მათ შორის Lord Sutch's Savages-ში, სადაც რიჩი ბლეკმორი გაიცნო. შემდეგ უკრავდა ჯგუფ The Flower Pot Men-ში ჯონ ლორდთან ერთად.

1969 წელს ნიკ სიმპერი Deep Purple-იდან დაითხოვეს. ჯგუფიდან წასვლის შემდეგ ის სხვადასხვა დროს შემდეგ ჯგუფებში უკრავდა: Warhorse, Nick Simper's Dynamite, Flying Fox, Nick Simper's Fandango, Quatermass II, და The Good Old Boys.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება