ნეფტეკამსკი (რუს. Нефтека́мск; ბაშკ. Нефтекама) — ქალაქი ბაშკირეთში. მდებარეობს რესპუბლიკის ჩრდილოეთში, მდინარე კამას ნაპირზე. დედაქალაქ უფადან დაშორებულია 200 კილომეტრით. ის რესპუბლიკის მსხვილი ინდუსტრიული და კულტურული ცენტრია. 2010 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენს 121,733 ადამიანს.

ქალაქი
ნეფტეკამსკი
რუს. Нефтека́мск
ბაშკ. Нефтекама

ქალაქის ხედი ვერტმფრენიდან
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ბაშკირეთი
კოორდინატები 56°08′30″ ჩ. გ. 54°28′00″ ა. გ. / 56.14167° ჩ. გ. 54.46667° ა. გ. / 56.14167; 54.46667
დაარსდა 1957
პირველი ხსენება 1955
ამჟამინდელი სტატუსი 1963
ფართობი 147 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 121,733 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 34783
საფოსტო ინდექსი 452680—452687
ოფიციალური საიტი adm.neftekamsk.ru
ნეფტეკამსკი — რუსეთი
ნეფტეკამსკი
ნეფტეკამსკი — ბაშკირეთი
ნეფტეკამსკი

ეტიმოლოგია რედაქტირება

ქალაქს სახელი მდინარე კამასა და ნავთობის პატივსაცემად ჰქვია (нефть - რუსულა ნავთს ნიშნავს).

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი ესაზღვრება კრასნოიარსკის და იანაულსკის რაიონებს ესაზღვრება. ქალაქი საავტომობილო გზით უკავშირდება: უფას, იჟევსკს, პერმს და ყაზანს. ქალაქვს ემსახურება ნეფტეკამსკის აეროპორტი.

ისტორია რედაქტირება

ნეფტეკამსკი 1957 წელს კრასნოკამის რაიონში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ დაარსდა. ქალაქის სტატუსი 1963 წელს მიენიჭა.

დემოგრაფია რედაქტირება

ნეფტეკამსკი ბაშკირეთში მოსახლეობის მიხედვით მეოთხეა, დედაქალაქ უფას, სტერლიტამაკის და სალავატის შემდეგ.

ეკონომიკა რედაქტირება

ქალაქში მდებარეობს ნეფტეკამსკის საავტომობილო ქარხანა, რომელიც რუსეთში სატრანსპორტო ავტობუსების უდიდესი მწარმოებელია.

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

  1.   რუსეთი სიბაი (2009)

ლიტერატურა რედაქტირება

  • Они вернулись с победой: Кн. Памяти / ред. П.Федоров. — Нефтекамск: Нефтекам. гор. тип., 2000. — 218, [4] с.: ил.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება