მადაინ-სალიჰი (არაბ. صالحمدائن) ასევე ალ-ჰიჯირი ან ჰეგრაისლამის წინა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ალ-მადინას რეგიონში. თარიღდება ნაბატეის სამეფოს პერიოდით (ახ.წ. I საუკუნე).

მადაინ-სალიჰი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

სამარხი
ქვეყანა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 26°48′51″ ჩ. გ. 37°56′51″ ა. გ. / 26.81417° ჩ. გ. 37.94750° ა. გ. / 26.81417; 37.94750
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1293
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1293
ინგლ.რუს.ფრ.

ოაზისი პეტრასა და ჰიჯაზის დამაკავშირებელ მთავარ საქარავნო გზაზე მდებარეობდა. სწორედ აღნიშნული სამეფოს აშენებულია ქალაქი პეტრაც იორდანიაში. კომპლექსში აღმოჩენილია 131 კლდეში გამოკვეთილი, მონუმენტური, ორნამენტებით საგულდაგულოდ მორთული სამარხი[1] და წყალმომარაგების საშუალებები, რომლებიც ნაბატეის ქალაქ ჰეგრას მიეკუთვნებოდა. ასევე აღმოჩენილია კლდეებზე გაკეთებული 50 წარწერა, რომლებიც ნაბატეიმდელ პერიოდს მიეკუთვნება.

2008 წელს, იუნესკომ ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://nabataea.net/medain.html
  2. Official announcement as World Heritage Site. UNESCO. ციტირების თარიღი: 2009-09-17.