ლუნა-9
ლუნა-9 (რუს. Луна-9) — საბჭოთა ავტომატური პლანეტათშორისი სადგური, რომლის დანიშნულება მთვარისა და კოსმოსური სივრცის გამოკვლევა იყო.
ლუნა-9 მთვარისკენ ფრენის ტრაექტორიაზე 1966 წლის 31 იანვარს რაკეტამატარებელმა „მოლნია“ გაიყვანა. 1966 წლის 3 თებერვალს სადგურმა პირველად ისტორიაში შეასრულა მსუბუქი დაჯდომა მთვარის ზედაპირზე ქარიშხლის ოკეანეზე, კრატერების რეინერი და მარიამის დასავლეთით. სადგურთან განხორციელდა კავშირის 7 სეანსი, რომლის საერთო ხანგრძლივობამ 8 საათი შეადგინა. ამ სეანსების განმავლობაში სადგური დედამიწას გადასცემდა მთვარის ზედაპირის სურათებს.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- Zarya - Luna 9 chronology დაარქივებული 2012-11-24 საიტზე Wayback Machine.
- Jodrell Bank first image დაარქივებული 2012-01-03 საიტზე Wayback Machine.