ერცჰერცოგი (გერმ. Erzherzog) — წოდება, რომელსაც იყენებდნენ მარტოოდენ ავსტრიის ჰაბსბურგთა მონარქიული სახლის წარმომადგენლები. შუა საუკუნეებისა და ახალი ეპოქის გერმანიის წოდებების იერარქიაში ერცჰერცოგი იდგა ჰერცოგზე მაღლა, მაგრამ კურფიურსტსა და მეფეზე დაბლა. ეს წოდება ყველაზე ახლოსაა დიდი ჰერცოგის (გერმ. Großherzog) წოდებასთან, რომელიც გერმანიაში XIX საუკუნის დასაწყისამდე არ გამოიყენებოდა.

ავსტრიის ერცჰერცოგების გვირგვინი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება