ენგინ აქიურექი

თურქი მსახიობი

ენგინ აქიურექი (თურქ. Engin Akyürek; დ. 12 ოქტომბერი 1981) — თურქი მსახიობი.

ენგინ აქიურექი
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1981 (1981-10-12) (42 წლის)
ანკარა, თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2002–დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

ენგინ აქიურექი დაიბადა 1981 წლის 12 ოქტომბერს ანკარაში. მამამისი ხელისუფლების თანამდებობის პირია დედამისი კი დიასახლისი. მას ჰყავს უმცროსი ძმა. აქიურექმა დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტი 2002 წელს, ლინგვისტიკისა და ისტორიის სპეციალობით. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ენგინი თეატრმა და სამსახიობო კარიერამ გაიტაცა.

2004 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მიიღო შოუში „თურქეთის ვარსკვლავები“ და გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი“. გამარჯვების წყალობით ენგინმა მიიღო როლი სერიალში „უცხოელი სასიძო“. შემდეგ ამას მოჰყვა როლები ფილმში „ბედი“, „შავი გველი“ და „ღრუბლად რომ გადავიქცე“.

2010-2011 წლებში ენგინ აქიურექი გადაიღეს სერიალში „უდანაშაულო“, სადაც პარტნიორობა ცნობილმა თურქმა მსახიობმა ბერენ საათმა გაუწია. ამ სერიალის პერსონაჟმა ქერიმ ილგაზმა, აქიურექს ნამდვილი პოპულარობა მოუპოვა, როგორც თურქეთში ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ის ტელე-ეკრანებზე 2014 წლის მარტში დაბრუნდა ახალი პერსონაჟით, კომისარი ომერ დემირი სერიალში „შავი ფული და სიყვარული“, სადაც პარტნიორობას ცნობილი თურქი მსახიობი თუბა ბუიუქუსთუნი უწევს. თურქულმა არხმა „ATV“-მ ისინი სოციალურ ქსელში. წლის საუკეთესო წყვილად დაასახელა.

2015 წელს მან სეულში მოიპოვა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული, სერიალით „შავი ფული და სიყვარული“, რომელშიც კომისარ ომერ დემირის როლი შეასრულა. ასევე 2015 წელს აქიურექი საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის მიიწვიეს აშშ-ში ემის დაჯილდოებაზე (თუმცა ემი არ მიუღია). 2015 წელს თურქეთში, Kristal Fare-ს დაჯილდოებაზე მოიპოვა ჯილდო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება