გუს ჰიდინკი (ნიდერლ. Guus Hiddink დ. 8 ნოემბერი, 1946) — ნიდერლანდელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. მან თავისი საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ნიდერლანდებსა და აშშ-ში გაატარა. იგი ფეხბურთს 1982 წლამდე თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე, ხოლო 1987 წლიდან კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. ამჟამად იგი ლონდონის ჩელსის უდგას სათავეში. სხვადასხვა დროს იგი თავჯკაცობდა ისეთ კლუბებსა და ნაკრებებს როგორებიცაა: რეალ მადრიდი, PSV, რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ჩელსი და სხვა.

გუს ჰიდინკი
ჰიდინკი 2012 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 ნოემბერი, 1946 (1946-11-08) (77 წლის)
დაბადების
ადგილი
ვარსეველდი, ნიდერლანდები
სიმაღლე 1.78სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
სკ ვარსეველდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967-1970 გრაფსხაპი
1970-1972 პსვ 30 (1)
1972-1977 გრაფსხაპი 130 (9)
1977-1981 ნაიმეგენი 104 (2)
1978 →დიპლომატსი (იჯარით) 13 (4)
1980 →ერთკვეიკსი (იჯარით) 15 (0)
1981-1982 გრაფსხაპი 25 (0)
სულ 317 (16)
სამწვრთნელო კარიერა
1987-1990 პსვ
1990-1991 ფენერბაჰჩე
1991-1994 ვალენსია
1994-1998 ნიდერლანდები
1998-1999 რეალ მადრიდი
2000 რეალ ბეტისი]
2001-2002 სამხ. კორეა
2002-2006 პსვ
2005-2006 ავსტრალია
2006-2010 რუსეთი
2009 ჩელსი (დროებით)
2010-2011 თურქეთი
2012-2013 ანჟი
2014-15 ნიდერლანდები
2015 ჩელსი (დროებით)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2002 წელს მან მოიგო ჟურნალი „World Soccer-ის“ ჯილდო ნომინაციაში - წლის საუკეთესო მწვრთნელი, რაც მან სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაყვანით დაიმსახურა.