გენდერული იდენტობა

გენდერული იდენტობა — ადამიანის შინაგანი, პირადი გრძნობა, რომელიც ამა თუ იმ გენდერისადმი მიკუთვნებულობას ეხება.[1] ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში, დაბადებისას მინიჭებული სქესი და მათი შინაგანი გენდერული იდენტობა არ ემთხვევა ერთმანეთს.

გენდერული იდენტობის აშლილობა რედაქტირება

გენდერული იდენტობის აშლილობა — ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ გამოცემულ მენტალურ დაავადებათა მეოთხე დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში შესული საკამათო დიაგნოზი, რომელიც ტრანსგენდერი და სხვა გენდერულად ცვალებად ადამიანებს ენიჭება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დიაგნოზის მიხედვით ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა „აშლილობად“ მოიხსენიება, ტერმინი „გენდერული იდენტობის აშლილობა“ ხშირად დამამცირებლად მიიჩნევა. დიაგნოზი ხშირად ენიჭებათ ბავშვებს, რომლებიც არ არიან მათთვის მიწერილი გენდერული ნორმების მიმართ კონფორმულები ჩაცმულობის, თამაშისა და ქცევის მხრივ. ასეთ ბავშვებს ინტენსიურ ფსიქოთერაპიას უქვემდებარებენ, ისევე, როგორც ქცევის შეცვლასა და ინსტიტუციონალიზაციას. გენდერული იდენტობის აშლილობა ცვლის უფრო მოძველებულ „გენდერული დისფორიის“ ტერმინს.

გენდერული თვითგამოხატვა რედაქტირება

გენდერული თვითგამოხატვა — ადამიანის გენდერული იდენტობის გარეგანი გამოხატვა, რომელიც ხშირად „ფემინურ“, „მასკულინურ“ ან გენდერულად ცვალებად ქცევაში, ჩაცმის სტილში, ვარცხნილობაში, ხმასა ან სხეულებრივ მახასიათებლებში გამოიხატება. როგორც წესი, ტრანსგენდერი ადამიანები ცდილობენ საკუთარი გენდერული თვითგამოხატვა შეუსაბამონ თავიანთ გენდერულ იდენტობას და არა თავიანთ ბიოლოგიურ სქესს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2006) „Sexual Orientation and Gender Identity Expression.“, Sexual orientation and gender expression in social work practice: working with gay, lesbian, bisexual, and transgender people. New York: Columbia University Press, გვ. 3–17 (8). ISBN 978-0-231-50186-6. „Gender identity refers to an individual's personal sense of identity as masculine or feminine, or some combination thereof.“