სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლერო (მრავალმნიშვნელოვანი).

ბოლერო (ესპ. Bolero) — ფრანგი კომპოზიტორის, მორის რაველის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, ჩაფიქრებული როგორც მუსიკა საბალეტო წარმოდგენისთვის. დაიწერა 1928 წელს და პირველად შესრულდა 1928 წლის 22 ნოემბერს პარიზის გრანდ ოპერაში, ბალერინა იდა რუბინშტეინის გამოსვლისას; ორკესტრს დირიჟორობდა ვოლტერ სტრარამი.

იდა რუბინშტეინი, ვალენტინ სეროვის ნახატი.

ნაწარმოების ხანგძლივობა 15 წუთია, თუმცა თუ აუჩქარებლად, ნელ ტემპში შესრულდება, როგორც ამას კომპოზიტორი ითხოვდა, 18 წუთამდე გრძელდება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება