ბერნარდ შარტრელი (ლათ. Bernardus Carnotensis / Carnutensis; ფრ. Bernard de Chartres. დ. დაახლოებით 1070-1080 — გ. 1124 წლის შემდეგ) — მეთორმეტე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი, სქოლასტიკოსი, შარტრის ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელი.

ბერნარდ შარტრელი
ლათ. Bernardus Carnotensis
ფრანგ. Bernard de Chartres
დაბადების თარიღი 1070 ან 1080
გარდაცვალების თარიღი 1130 ან 1124
გარდაცვალების ადგილი კემპერი
საქმიანობა ფილოსოფოსი და თეოლოგი
ენა Medieval Latin
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
ალმა-მატერი შარტრის სკოლა

ბიოგრაფია რედაქტირება

მისი დაბადების დრო და ადგილი უცნობია. მიჩნეული იყო, რომ წარმომავლობით იყო ბრეტანიდან და ჰყავდა უფროსი ძმა ტიერი შარტრელი, თუმცა სამეცნიერო წრეებში ეს ინფორმაცია საკამათოა[1]. შარტრის სკოლის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სკოლის მაგისტრი იყო 1114 წლიდან, ხოლო კანცლერი — 1119 – 1124 წლებში.

შემოქმედება რედაქტირება

ბერნარდ შარტრელს ეკუთვნის „კოსმოგრაფია“ (შემორჩენილია ნაწყვეტებად), რომელიც იყოფა ორ ნაწილად: „მეგაკოსმოსი“ (ლათ. “Megacosmus”) და „მიკროკოსმოსი“ (“Microcosmus”) . ბერნარდის თეორიას საფუძვლად უდევს ნეოპლატონური სამი საწყისი[2]: ღმერთი, გონება (ნუსი) და სამყაროს სული. გონება ღმერთისგან იბადება, თავისი სუბსტანციით მისი თანაარსია და თავის თავში შეიცავს იდეებს, გვარებს, სახეებსა და ინდივიდუმებს, პირველ ნიმუშებად რომ გვევლინებიან. ღვთაებრივი გონებიდან ერთგვარი ემანაციის გზით, დასაბამს იღებს სამყაროს სული, რომელიც ღვთაებრივ იდეასთან წილნაყარია და დროთა დინებაში ურღვევი წესრიგის თანახმად ქმნის ყველაფერს. სამყაროს არასრულქმნილებასა და ბოროტების მიზეზი მატერიაა.

ბერნარდ შარტრელის ყველაზე ცნობილი ფრაზაა:

"ჩვენ ვგავართ გიგანტთა მხრებზე შემომსხდარ ქონდრისკაცებს; ვხედავთ მათზე მეტს და უფრო შორს არა იმიტომ, რომ უფრო მახვილი მზერა გვაქვს, არა იმიტომ, რომ მათზე უფრო მაღლები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ამ ბუმბერაზებმა აგვწიეს და აღგვამაღლეს საკუთარი სიდიადით".

კომენტარები პლატონის „ტიმეოსზე“ რედაქტირება

პოლ ედვარდ დუტონმა აჩვენა[3], რომ პლატონის „ტიმეოსზე“ დართული კომენტარები, რომელიც ანონიმურად იყო მიჩნეული, ეკუთვნის ბერნარდ შარტრელს.

სქოლიო რედაქტირება

  1. Paul Edward Dutton (ed.), The Glosae super Platonem of Bernard of Chartres, Toronto 1991, p. 40-42.
  2. ალბერტ შტეკლი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია. ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი, თბილისი, 1994. 
  3. The Glosae super Platonem of Bernard of Chartres, edited with an introduction by Paul Edward Dutton, Toronto 1991. ISBN 0-88844-107-X.