ბარბიზონის სკოლა — XIX საუკუნის 30-60-იანი წლების რეალისტური პეიზაჟის ფრანგ მხატვართა ჯგუფი. სახელწოდება მიიღო ფონტენბლოს ტყესთან (პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით) მდებარე სოფელ ბარბიზონისაგან (Barbizon), სადაც დიდხანს მუშაობდა ჯგუფში შემავალი ზოგიერთი მხატვარი („ბარბიზონელები“). ბარბიზონის გარდა, ამ სკოლის მხატვრები მუშაობდნენ ილ-დე-ფრანსის, ნორმანდიის, ბურგუნდიის და სხვა რაიონებში.

ჟან ფრანსუა მილე, „მოსავლის ამღებნი“, 1857. ორსეის მუზეუმი.

ლიტერატურა რედაქტირება