ანციკლოპედია (Uncyclopedia) — „უშინაარსო ენციკლოპედია, რომელიც ნებისმიერს შეუძლია არედაქტიროს“ — სატირიული პაროდია ვიკიპედიაზე, თუმცა თვით ანციკლოპედია საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამს. საიტი 2005 წლის იანვარში გაიხსნა ჯონათან ჰუანისა და ანონიმური კოლეგის (მეტსახელით "'Stillwaters" ან "Euniana") მიერ და მათი მტკიცებით ეს არის ფონდი ანციკლოპედიის პროექტი, პაროდია ფონდ ვიკიმედიაზე.

ანციკლოპედია
საიტი http://uncyclopedia.info
საიტის ტიპი სატირული ჟანრის ვიკი
რეგისტრაცია უფასო
ხელმისაწვდომი ენა სხვადასხვა
შემქნელი ჯონათან უანი და „Stillwaters“

მათი ლოგო კარტოფილის ფორმისაა, სახელით "სოფია", რომელიც ასევე ვიკიპედიის გლობუსის ლოგოს პაროდიაა. ანციკლოპედიის თავდაპირველი მისია სატირიული მოსაზრების გამოთქმა იყო ვიკი ფორმატში. თუმცა, საზოგადოების ზრდასთან ერთად, მისი შინაარსი გაიზარდა და იუმორის მრავალ სხვა ფორმასაც მოიცავს. აქ დაშვებული იუმორის ფორმებზე რაიმე შეზღუდვა არ არსებობს; თუმცა, ყველა სტატია ექვემდებარება სტანდატულ გრამატიკულ წესებს და ადამიანთა მცირე ჯგუფზე უფრო მეტი აუდიენციისთვის უნდა იყოს საინტერესო. ამასთან ანციკლოპედია არ აწესებს სანქციებს სტატიებზე ან კომენტარზე, რომელიც უბრალოდ სისულელეა ან ვინმეზე "ანგარიშსწორებას" ისახავს მიზნად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება