ამერიკული კუდი

ანიმაციური ფილმი

ამერიკული კუდი (ინგლ. An American Tail) — რეჟისორ დონ ბლუთის 1986 წლის ანიმაციური ფილმი. მისი სიუჟეტის მიხედვით, ებრაული წარმოშობის რუსი თაგვები ემიგრაციით მიემგზავრებიან აშშ-ში, სადაც სიმშვიდე ეგულებათ. მაგრამ სასტიკი კატები აქაც ბატონობენ. ფილმის მთავარი გმირია თაგუნია ფაიველ მაუსკევიცი (ფუძე - სიტყვა mouse და გვარის დაბოლოება itz), რომელსაც ერთ-ერთი ოჯახი მგზავრობისას კარგავს.

„ამერიკული კუდი“
ხანგრძლივობა 80 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $9 მილიონი
შემოსავალი $84 მილიონი

ფილმის სახელწოდება არის სიტყვების tail (კუდი) და tale (ამბავი) თამაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება