აკვატორია (ლათ. aqua — „წყალი“, territorium — „ტერიტორია“) — დადგენილ საზღვრებში მოქცეული ზღვის ან პორტის სივრცე, ჩვეულებრივ საზღვაო პორტის ნაწილი — ნავსაყუდელი.[1][2]

პორტის აკვატორიის შემადგენლობაში შედის წყლის მისადგომები, რეიდი და შიდა ნავსაყუდელი ან აუზები, რომლის ფარგლებშიც განლაგებულია მისადგომი ნაგებობა და მიმდინარეობს გემის განტვირთვა და დატვირთვა. ზოგჯერ პორტის აკვატორია მოიცავს სპეციალურ აუზებს გემების გადატვირთისათვის (ზღვის გემებიდან სამდინაროზე ან პირიქით), აგრეთვე სადგომებს საბრძოლო ხომალდებისათვის.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 249.
  2. 2.0 2.1 „აკვატორია“. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)