ლიუბეკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: th:ลือเบ็ค
clean up, replaced: {{გერმანია}} → {{ესკიზი-გერმანია}} using Project:AWB
ხაზი 49:
 
'''ლიუბეკი''' (Lübeck) ქალაქი ჩრდილოეთ [[გერმანია]]ში, [[შლეზვიგ-ჰოლშტაინი]]ს (Schleswig-Holstein) მხარეში, მდინარე ტრავეზე, ბალტიის ზღვიდან 17 კმ დაშორებით, 214000 მცხოვრებით (2005 წლის მონაცემებით). 1987 წელს იუნესკომ ქალაქს მდიდარი და წარმტაცი ისტორიული ძეგლების კომპლექსის გამო მსოფლიო კულტურის საგანძურის სტატუსი მიანიჭა. დაარსების თარიღად ითვლება 1143 წელი. ქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტი (Universität zu Lübeck) [http://www.uni-luebeck.de], კონსერვატორია (Musikhochschule Lübeck)[http://www.mh-luebeck.de]. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოა "დრეგერი", სამედიცინო ტექნიკის ფირმა (Drägerwerk AG)[http://www.draeger.com/index.html]. ჰოლშტენტორი–ქალაქის ისტორიული ჭიშკარია, რომელზეც ლათინურადაა ამოტვიფრული: CONCORDIA DOMI FORIS PAX - თანხმობა შინ, მშვიდობა გარეთ. ლიუბეკში მდებარეობს გერმანიის უძველესი გამომცემლობა "შმიდტ–რიომჰილდი" (Schmidt-Römhild), რომელიც 1579 წელს დაარსდა, ასევე გერმანიის უძველესი ღვინის სავაჭრო სახლი "კარლ ტესდორპფი" (Carl Tesdorpf), რომელიც 1678 წლიდან მოქმედებს. ლიუბეკში დაიბადნენ ძმები მანები: [[მანი, თომას|თომას მანი]] (Thomas Mann) და [[მანი, ჰაინრიხ|ჰაინრიხ მანი]] (Heinrich Mann). ცნობილ ბუდენბროკების სახლში (Buddenbrookhaus) მანების მუზეუმია გახსნილი. ლიუბეკში ცხოვრობს კიდევ ერთი ნობელიანტი–ცნობილი მწერალი გიუნტერ გრასი (Günter Grass).
 
 
[[ფაილი:Lubeck-townhall-detail.JPG|thumb|რატუშა]]
 
{{ესკიზი-გერმანია}}
 
{{გერმანია}}
{{Link FA|de}}
 
[[კატეგორია:გერმანიის ქალაქები]]
 
{{Link FA|de}}
[[af:Lübeck]]
[[ar:لوبيك]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიუბეკი“-დან